» » რაფინია : საკუთარ მომავალზე უნდა ვიფიქრო

რაფინია : საკუთარ მომავალზე უნდა ვიფიქრო

21-09-2017, 13:28 -ss- სიახლეები 0

რაფინია : საკუთარ მომავალზე უნდა ვიფიქრო
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი უკანახაზელი მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზა, იგივე რაფინია საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 32 წლის ფეხბურთელის განცხადებით, "ბავარიას" მის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობის შემთხვევაში, საკლუბო მისამართის შეცვლას არ გამორიცხავს.

"მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, მე მქონდა შეთავაზება ესპანეთიდან და ინგლისიდან. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ინფორმირებულია. მათ იციან რომ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი იმედი. "ბავარია" ჩემს გულშია და ყოველთვის ვცდილობ ასი პროცენტით დავიხარჯო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ კლუბში იციან თუ როგორ ძლიერ მსურს თამაში. თუმცა აქვე აღვნიშნავდი, რომ საკუთარ მომავალზე ფიქრიც აუცილებელია"-ციტირებს ბავარიელთა ბრაზილიელი ლეგიონერის სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი.

რაფინია, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2011 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს მოქმედების ვადად 2018 წლის 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 4,50 მილ. € -ს შეადგენს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.