» » გერდ მიულერი - 40 გატანილი გოლი 1971/72 წლების ბუნდესლიგის სეზონში

გერდ მიულერი - 40 გატანილი გოლი 1971/72 წლების ბუნდესლიგის სეზონში

21-09-2017, 20:39 LEV4NI თავისუფალი სტატია 0

გერდ მიულერი - 40 გატანილი გოლი 1971/72 წლების ბუნდესლიგის სეზონში
„ბავარიის“ თითოეული გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი რომ გერდ მიულერი მიუნხენური და არამარტო მიუნხენური კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია, “Der Bomber”-მა თავისი არაჩვეულებრივი კარიერის მანძილზე უამრავი რეკორდი დაამყარა თუმცა ამ მომენტისათვის ყველაზე აქტუალური ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი 40 გოლი გახლავთ.

ზემოთ ხსენებული აქტუალურობის მიზეზი კი რეკორდმაისტერის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახლავთ რომელიც შედეგიანობის თვალსაზრისით თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ამ გარემოების გათვალისწინებით კი ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს რომ „ბობეკი“ ის ფეხბურთელია რომელსაც როგორც მინიმუმ გერდ მიულერის ლეგენდარული რეკორდის განმეორება შეუძლია.

ხვალ ბავარიელები ბუნდესლიგის მეექვსე ტურის ეგიდით ალიანს არენაზე ვოლფსბურგს უმასპინძლებენ, ამ დრომდე ჩატარებული ხუთი მატჩიდან კი პოლონელმა უკვე ექვსჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების კარის აღება.
ახლა კი ვნახოთ თუ რა სიხშირით გაჰქონდა ლეგენდარულ გერმანელ თავდამსხმელს 1971/72 წლების ბუნდესლიგის სეზონში გოლები რაც მოგვცემს იმის საშუალებას რომ უკეთესად შევაფასოთ რობერტ ლევანგოლსკის შანსები...

მაშ ასე...

გოლი----------------------ტური----------------------მეტოქე
---1-----------------------------II-------------------ბერლინის ჰერტა
---2----------------------------VI------------------კაიზერსლაუტერნი
---3----------------------------VII --------------ბილეფელდის არმინია
---4-----------------------------X--------------------ბრემენის ვერდერი
---5/6------------------------- XI-----------------------ჰანოვერი
---7/8--------------------------XII----------------------დუისბურგი
---9/10/11--------------------XIII----------------------ჰამბურგი
---12/13---------------------- XV--------------ფრანკფურტის აინტრახტი
---14/15/16/17------------- -XVI----------------დორტმუნდის ბორუსია
---18------------------------- XVIII-----------დიუსელდორფის ფორტუნა
---19/20/21/22/23----------XXI------------------ობერჰაუზენი
---24/25--------------------- XXIII-------------კაიზერსლაუტერნი
---26--------------------------XXIV---------------ბილეფელდის არმინია
---27/28/29------------------XXV---------------------ბოხუმი
---30/31--------------------- XXVI---------------------შტუტგარტი
---32/33/34----------------- XXVII-----------------ბრემენის ვერდერი
---35/36----------------------XXX---------------------ჰამბურგი
---37------------------------- XXXI---------------------კიოლნი
---38/39/40---------------- XXXII-------------ფრანკფურტის აინტრახტი

შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ რობერტ ლევანდოვსკის ნამდვილად შეუძლია ზემოთ ხსენებული რეკორდის მინიმუმ განმეორება, მითუმეტეს გავითვალისწინოთ ის რომ 1971/72 წლების სეზონში მშრალი თამაშები გერდ მიულერსაც ჰქონდა, კერძოდ კი მან 34 მატჩიდან მეტოქე გუნდის კარის აღება 15 დაპირისპირებაში ვერ მოახერხა, უფრო კონკრეტულად კი მან სტადიონი I, III, IV, V, VIII, IX, XIV, XVII, XIX, XX, XXII, XXVIII, XXIX, XXXIII და XXXIV ტურებში უგოლოდ დატოვა.

ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ თუ როგორ გაირჯება პოლონელი ფორვარდი იმისთვის რომ “Der Bomber” - ის მიერ დამყარებული ლეგენდარული რეკორდი დაამხოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.