» » მომავალი მეტოქე: ვოლფსბურგი

მომავალი მეტოქე: ვოლფსბურგი

21-09-2017, 21:20 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: ვოლფსბურგი
ველტინს არენაზე მოპოვებული 3 ქულის შემდეგ ბავარიელები სრული კონცენტრაციით ვოლფსბურგთან გასამართი დაპირისპირებისკენ გადაერთნენ, კარლო ანჩელოტი და კომპანია მომავალ მატჩს უკვე ხვალ თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავენ.

მიუნხენელებს ხსენებული თამაშისთვის მოტივაცია არ უნდა აკლდეთ რადგან გუშინ რეკორდმაისტერის უშუალო კონკურენტმა დორტმუნდის ბორუსიამ ჰამბურგში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ბუნდესლიგის გათამაშებას სათავეში ჩაუდგა.

აქედან გამომდინარე ხვალინდელ თამაშში მოპოვებული სამი ქულა გუნდს ლიდერობის დაბრუნებაში დაეხმარება თუმცა ისიც უნდა ვივარაუდოთ რომ „მგლები“ მარტივად არაფერს დათმობენ რადგან გუნდი ნელ-ნელა უახლოვდება გასავარდნ ზონას.

ამ დრომდე გამართული ხუთი დაპირისპირებიდან „ვოლკსვაგენ-არენის“ ბინადრებს მხოლოდ ერთი გამარჯვება და 2 ფრე აქვთ აქტივში, ასე რომ მარტინ შმიდტის გუნდი ბუნდესლიგის გათამაშებაში ხუთი ქულით XIII პოზიციას იკავებს.

მიუნხენელებმა კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მარცხი განიცადეს, მესამე ტურში კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ჰოფენჰაიმში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ ანგარიშით 2:0 დათმეს შეხვედრა.

იქ სადაც ბაიერნისა და ვოლფსბურგის დაპირისპირებაზე ვწერთ შეუძლებელია არ ვახსენოთ როებრტ ლევანდოვსკი, ყველას კარგად გვახსოვს 2 წლის წინანდელი საღამო როდესაც „ბავარიის“ პოლონელმა ვარსკვლავმა დიეგო ბენალიოს კარში 9 წუთიან მონაკვეთში 5 გოლის გატანა მოახერხა, უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ თავდაპირველად როებრტი გუნდის იმდროინდელმა თავკაცმა სათადარიგოთა სკამზე მიკრო ტრავმის გამო დატოვა.

ზოგადად კი აღსანიშნავი ფაქტია რომ ლევანგოლსკი ძალიან გაუშინაურდა ვოლფსბურგელთა კარს, გეტყვით იმას რომ ბოლოს გამართული 10 მატჩიდან პოლონელმა შემტევმა „მგლების“ კარში 12 გოლი გაიტანა.

რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ამბავია ისიც რომ ბაიერნმა ვოლფსბურგის წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი ხუთი დაპირისპირებიდან ხუთივე მოიგო, გატანილი და გაშვებული ბურთების თანაფარდობაც საუცხოოდ გამოიყურება - 17:1.

ახლა კი მოგახსენებთ იმ მოთამაშეების შესახებაც რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ხვალინდელი დაპირისპირებაში ვერ ვიხილავთ...

დავიწყოთ ბავარიული გრანდით რომელსაც ხვალ სამი მოთამაშე დავიდ ალაბა, ხუან ბერნატი და მანუელ ნოიერი ვერ გაუწევენ დახმარებას, თითოეულ მათგანს სხვადასხვა სახის ტრავმები აქვთ.

ვოლფსბურგის მხრიდან კი ხვალ გასამართ დაპირისპირებას ჯონ ბრუკსი, ჟეფრეი ბრუმა და ბავარიული გუნდის გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ფიგურა მარიო გომესი გამოტოვებენ, ასევე გაურკვეველია გუნდის პოლონელი ლეგიონერის იაკუბ ბლაშიკოვსკის მოედანზე გასვლის საკითხიც.

ასე რომ დაველოდოთ ზემოთ აღნიშნულ საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას და იმედი ვიქონიოთ რომ ბაიერნი ვოლფსბურგის წინააღმდეგ ნაჩვენებ ძალიან კარგ მაჩვენებელს არ დაარღვევს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.