» » რობერტ ლევანდოვსკი: ეს იყო განუმეორებელი 9 წუთი.

რობერტ ლევანდოვსკი: ეს იყო განუმეორებელი 9 წუთი.

22-09-2017, 00:48 LEV4NI ინტერვიუ 0

რობერტ ლევანდოვსკი: ეს იყო განუმეორებელი 9 წუთი.
სამშაბათი, 2015 წლის 22 სექტემბერი, 20 გრადუსი ტემპერატურა და წვიმა მიუნხენში სადაც ოქტობერფესტის დროს ყველა ლუდის ბაღი ხალხითაა სავსე, უამრავი სტუმარი რომელიც ძალიან დიდი ინტერესეით ელოდა დაუმარცხებელი ბაიერნის თამაშს ბუნდესლიგის მეექვსე ტურში ვოლფსბურგის წინააღმდეგ.

ფეხბურთის ისტორიას უამრავი გრანდიოზული საღამო ახსოვს თუმცა ადამიანისთვის ძალიან რთული წარმოსადგენია ის რაც იმ საღამოს ალიანს არენაზე მოხდა...

ხსენებული მატჩის თერთმეტეულში ბაიერნის პოლონელი ვარსკვლავი ვერ მოხვდა რადგან რობერტს მიკრო ტრავმა აწუხებდა და ბავარიელთა კატალონიელი დამრიგებელიც რისკზე იმ მომენტში არ წავიდა.

მაგრამ როდესაც მიუნხენის „ბავარიამ“ პირველი ტაიმი დანიელ კალიჯურის გოლის შემდეგ მინიმალური სხვაობით წააგო პეპმა Lewy ტიაგო ალკანტარას ნაცვლად მეორე ტაიმის სტარტზევე შეუშვა მინდორზე, ხოლო რაც ამის შემდეგ მოხდა უკვე საფეხბურთო ისტორიაა...

1-151-ე წუთზე, 2-1 52-ე წუთზე, 3-1 სამი წუთის შემდეგ, ამის შემდეგ ლევანდოვსკიმ 57-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა - 4:1 და ბოლოს 5:1!!! 539 წამი და ბაიერნის პოლონელმა ვარსკვლავმა საკუთარი თავი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანა.

ხვალ კი პარასკევია, 22 სექტემბერი, ზუსტად 2 წელი მას შემდეგ რაც რობერტმა ზემოთ ხსენებული არაჩვეულებრივი შოუ მოაწყო დიტერ ჰეკინგის „მგლების“ წინააღმდეგ. ვოლფსბურგი კი კვლავ ეწვევა ალიანს არენას, საინტერესოა მოხდება ისევ რაიმე განსაკუთრებული? ან ვიხილავთ იმ წარმოუდგენელი ამბის გაგრძელებას? ამის გასარკვევად ჩვენ რათქმაუნდა დავუკავშირდით რობერტ ლევანდოვსკის რომელსაც ვთხოვეთ რომ კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ის დაუვიწყარი მატჩი...

-რობერტ, როგორ გახსოვს 2015 წლის 22 სექტემბერი?

რობერტი: „ნამდვილად ბევრი რამ მახსოვს იმ დაუვიწყარი დღის შესახებ, ახლაც ვერ ვხსნი თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო განუმეორებელი 9 წუთი და 5 გოლი რომელიც ძალიან მოკლე დროში გავიდა - არვიცი მოხდება თუ არა ახლო მომავალში მსგავსი რამ ფეხბურთში.“

-სასტარტო თერთმეტეულში არ ყოფილხარ, თავიდან სათადარიგოთა სკამზე მოგიწიათ დაჯდომა...

რობერტი: „მე ტერფი დავიზიანე დარმშდადტან დაპირისპირების დროს რომელიც ანგარიშით 3-0 მოვიგეთ, ვოლფსბურგთან გასამართ მატჩამდე კი მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარე გუნდთან ერთად, ამიტომ პეპ გვარდიოლამ დასვენების საშუალება მომცა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმის სტარტზე შევიშვა.“

51-ე წუთზე, ესეიგი მაშინ როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო არტურო ვიდალმა ბურთი საჯარიმოში შემოიტანა, მიულერი პასს აკეთებდა თუმცა ბურთს მეტოქე გუნდის ერთ-ერთმა მცველმა მიჰკრა ფეხი რომელსაც შენ დახვდი და კარში შეაგორე. შეგიძლია გაიხსენო შენ მიერ გატანილი გოლები?

რობერტი: „რათქმაუნდა, მე ვუყურებდი ყველაფერს რაც მაშინ ჩემს ირგვლივ ხდებოდა, საკმაოდ მაღალ ტემპში ვთამაშობდით, მატჩის განახლების შემდეგ კი ბურთის დაკარგვის ნაცვლად შეტევაში კომბინირებული თამაშის ჩვენება გვსურდა. საჯარიმოში თითოეული ჩაწოდებული ბურთი კი ზუსტი გამოდგა. მახსოვს 5-6 იარდიდან გატანის კიდევ ერთი კარგი შანსი მქონდა თუმცა ვოლფსბურგის ერთ-ერთმა მოთამაშემ შეძლო ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა. ასე რომ დარჩა 9 წუთში გატანილი 5 გოლი“

-არის გოლი რომელიც განსაკუთრებულად გახსოვს?

რობერტი: „რასაკვირველია ეს იყო მაკრატელა დარტყმით გატანილი მეხუთე გოლი. ყველაზე ლამაზი მოძრაობა 9 წუთის განმავლობაში სწორედ ეს გახლდათ. ბურთი ნახევარდაცვაში იყო როდესაც მარჯვენა მხრიდან მარიო გიოტცემ არაჩვეულებრივად ჩააწოდა, იმ დროს მართლა არ ვფიქრობდი მაკრატელა დარტყაზე თუმცა ჩემს უკან ნალდო იყო და მეც საუკეთესო ვარიანტის არჩევა მსურდა, საბოლოოდ მაინც დარტყმა გადავწყვიტე და საკმაოდ ეფექტური გოლიც გამოვიდა...“

-მაშინდელი თამაშიდან საკმაოდ საინტერესო სურათები შემოგვრჩა - გაოცებული პეპ გვარდიოლას ხელები თავზე...რას გრძნობდი ამ დროს?

რობერტი: თამაშის დროს ამაზე არ ვფიქრობდი, ფოკუსირებული მხოლოდ გოლების გატანაზე ვიყავი და ვერც განვსაზღვრე თუ ის ყველაფერი 9 წუთში მოხდა, სხვა სამყაროში ვიყავი. თითოეული გოლის შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი - მოდი გავაგრძელოთ. სამი დღის შემდეგ კი ისევ თამაში გვქონდა სადაც გოლის გატანა კიდევ მოვახერხე“

-როდის გააანალიზე რომ საკუთარი თავი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის წიგნში შეიყვანე?

რობერტი: მომდევნო სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გვიწევდა მატჩების ჩატარება, ამიტომ მხოლოდ საახალწლო პერიოდში დავჯექი და რეალურად ვიფიქრე ამის შესახებ...“

-თამაშის შემდეგ გქონდა ბურთი შენი თანაგუნდელების ხელმოწერით, უკავია მას განსაკუთრებული ადგილი შენს სახლში?

რობერტი: „დიახ, რათქმაუნდა. ჩემმა თანაგუნდელებმა ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშეს. ასევე შენახული მაქვს ბუცები რომელიც ვოლფსბურგთან თამაშის დროს მეცვა. ისინი ჩემი ტიტულების ოთახშია რომელშიც ჩემი კარიერის სუვენირებს ვინახავ. წარმომიდგენია რომ ის ბურთი და ბუცები ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებად დარჩება და ხალხიც ხშირად მკითხავს 2015 წლის 22 სექტემბერს გამართული მატჩის შესახებ“

-გატანილი ხუთი გოლის შემდეგ შენ გინესის ოთხი სერთიფიკატი მიიღე, როგორ ფიქრობ შეძლებს ვინმე ამ რეკორდის მოხსნას?

რობერტი: „არვიცი რომელი რეკორდები მოიხსნება მომავალში, ვფიქრობ რომ ფეხბურთს მინიმუმ კიდევ 100 წლის განმავლობაში ითამაშებენ პროფესიონალურ დონეზე, ეს რეკორდები კი 2015 წელს დამყარდა.“

-გერდ მიულერმა ოთხჯერ მოახერხა ბუნდესლიგაში ხუთი გოლის გატანა...

რობერტი: „ეს ბრწყინვალე შედეგია და ვთვლი რომ ამის გარემოება ნებისმიერისთვის ძალიან რთულია. თუმცა მას ხუთი გოლი ცხრა წუთში არ გაუტანია...“ (იცინის)

-ორი წლის შემდეგ ისევ ვოლფსბურგის წინააღმდეგ მოგიწევს მოედანზე გასვლა. ცოტა სიგიჟეს ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი?

რობერტი: „ზუსტ თარიღს ყურადღებას ალბათ არ მოვაქცევდი თუმცა როდესაც ვნახე რათქმაუნდა მიფიქრია ამის შესახებ... თუმცა არამგონია რომ ეს ისევ განმეორდეს“

-რა არის თქვენი მიზნები პარასკევს გასამართ მატჩში?

რობერტი: „არ ვაპირებ ისევ ხუთ გოლზე ფიქრს რადგანაც ეს არასწორი იქნება, არვიცი რა მოხდება თუმცა ყველაფერს გავაკეტებს იმისთვის რომ კარგად ვითამაშოდ და მოვიგოთ.“
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.