» » FCB : ტომ შტარკე "აქტიურ ფეხბურთს" უბრუნდება

FCB : ტომ შტარკე "აქტიურ ფეხბურთს" უბრუნდება

22-09-2017, 09:51 -ss- სიახლეები 0

FCB : ტომ შტარკე
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი ტომ შტარკე, რომელიც გასული სეზონის დასასრულს "დიდი ფეხბურთიდან" წავიდა, მანუელ ნოიერის ტრავმის გამო, "რეკორდმაისტერის" რიგებში, მესამე მეკარის რანგში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტმა. "სანამ მანუელი არ დაბრუნდება, ტომი ჩვენთან ერთად იმუშავებს. ის კლუბის მესამე მეკარეა. მეორე კრისტიან ფრიუხტლი იქნება, ხოლო ტრავმირებული ნოიერის ადგილს, სვენ ულრაიხი დაიკავებს"-აღნიშნა 58 წლის სპეციალისტმა.

ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თავად 36 წლის ვეტერანმა კიპერმაც. ტომ შტარკეს განცხადებით ის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია კლუბს დაეხმაროს.

"რა თქმა უნდა ამისათვის მზად ვარ, მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისითაც. "ბავარიას" შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს, როდესაც ამის საჭიროება დადგება"-ციტირებს ვეტერანი გოლ-კიპერის სიტყვებს, გერმანული ინტერნეტ-პორტალი Sport Bild-ი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.