» » ალკანტარა "ვოლფსბურგთან" დაპირისპირებას გამოტოვებს

ალკანტარა "ვოლფსბურგთან" დაპირისპირებას გამოტოვებს

22-09-2017, 10:27 -ss- სიახლეები 0

ალკანტარა
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა, საფეხბურთო კლუბ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, 22 სექტემბერს "ალიანც არენაზე" გასამართ მატჩს გამოტოვებს. როგორც ინტერნეტ-პორტალი Goal-ი იტყობინება, "ბავარიელთა" ნახევარმცველმა კლუბის მიერ გამართულ ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიუნხენური კლუბის გულშემატკივარს ამშვიდებს და შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს. " დიახ ალკანტარას, მცირე პრობლემა აღენიშნება, თუმცა კვირას ან ორშაბათს იგი კვლავ მთავარ გუნდთან ერთად გააგრძელებს მუშაობას"-ციტირებს გამოცემა Goal-ი, იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ბავარიელთა" რიგებში, 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი რიგით მე-4 ფეხბურთელია, რომელიც კლუბს ხსენებულ მატჩში ვერ დაეხმარება. სხვადასხვა მიზეზით ზემოაღნიშნულ შეხვედრას ტოვებენ: მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა და ხუან ბერნატი.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერს გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, "ალიანც არენაზე" მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზეა ჩანიშნული.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.