» » კომენტარები. „ბაიერნი“ 2-2 „ვოლფსბურგი“

კომენტარები. „ბაიერნი“ 2-2 „ვოლფსბურგი“

23-09-2017, 11:37 -ss- მიმოხილვა 0

კომენტარები. „ბაიერნი“ 2-2  „ვოლფსბურგი“
22 სექტემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, „ალიანც არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნსა“ და საფეხბურთო კლუბ „ვოლფსბურგს“ შორის გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „რეკორდმაისტერი„ შეხვედრას ორბურთიანი სხვაობით იგებდა, „ბავარიელებმა“ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეს და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს. რობერტ ლევანდოვსკისა და არიენ რობენის მიერ გატანილ გოლებს, „ვოლფსბურგმა“ მაქსიმილიან არნოლდისა და დანიელ დიდავის გოლებით უპასუხა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

კარლო ანჩელოტი - „ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რისი თამაშიც გვსურდა. „ვოლფსბურგმა“ დაიმსახურა ერთი ქულა. რა თქმა უნდა, დღეს ყველანი უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ხვალ ახალი დღე გათენდება“

მარტინ შმიდტი (ვოლფსბურგის მთავარი მწვრთნელი)- „თუკი „ბაიერნთან“ სტუმრად 2-0 აგებ და ამის შემდეგ ანგარიშს ათანაბრებ, შეგიძლია კმაყოფილი იყო. გაგვიმართლა რობენმა მესამე გოლის გატანა, რომ ვერ მოახერხა, ასეთ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული რეზულტატი გვექნებოდა, თუმცა ფეხბურთი გამართლების გარეშე არ არსებობს.“

თომას მიულერი- „ვოლფსბურგს“ ერთი ქულა არ მოუპოვებია, ეს ჩვენ ვაჩუქეთ მას ქულა. მეორე ტაიმში 3 სუპერ მომენტი გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. დაცვაში კი ორჯერ მივეცით სტუმარ გუნდს, მომენტის შექმნის შესაძლებლობა. შეხვედრის მეორე ნახევარში, ჩვენ არ ვმოქმედებდით როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, იყო ბევრი თავისუფალი ზონა. თუკი ამ მატჩს შევადარებთ „შალკესთან“ ან „მაინცთან“ გამართულ შეხვედრებს, ეს უკანგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით სათამაშო ტემპის თვალსაზრისით“

დანიელ დიდავი - „მოპოვებული ერთი ქულით ბედნიერები ვართ. მოვლენათა მსგავს განვითარებას, ბევრი არ ელოდა. ჩვენს მთავარ მწვრთნელს დიდი სამუშაო დრო არ ჰქონია, ერთად სულ ორიოდე ვარჯიში გავმართეთ, მიუხედავად ამისა მან მოახერხა და გუნდი საბრძოლველად განაწყო. ვიბრძოდით როგორც ერთი ორგანიზმი. პირველ ტაიმში შესამჩნევი იყო, რომ „ბავარიას“ საუკეთესო დღე არ ჰქონდა. მეორე ტაიმში კი მატჩი კიდევ უფრო გახსნილი გახდა. ეს სუპერ შეხვედრა იყო“

შემდეგ შეხვედრას გერმანული გრანდი ამჯერად უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს. საფრანგეთის დედაქალაქში, 27 სექტემბერს ღამის 22:45 საათზე ჩანიშნული მატჩი, ადგილობრივ "პარი სენ-ჟერმენსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, ფეხბურთის გულშემატკივარს, ნამდვილ დღესასწაულს ჰპირდება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.