» » Goal : ბალაკი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

Goal : ბალაკი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

25-სექ-2017, 10:24
0304
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი, "რეკორდმაისტერის" კოლუმბიელი ლეგიონერის, ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 40 წლის ვეტერანმა, ახალგაზრდა ნახევარმცველის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა და ამავე დროს, ფეხბურთელსა და მიუხნენური კლუბის იტალიელ თავკაცს შორის არსებულ ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ხამესი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა გარკვეული პრობლემები მის სათამაშო ტემპთან მიმართებით, კვლავაც შეინიშნება. იგი ტიპიური 10 ნომერია, რომელსაც ძალიან არ უყვარს, დაცვით პოზიციებზე მუშაობა. ხამეს ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კარლო ანჩელოტთან. როდესაც როდრიგესს რთული პერიოდი ედგა და ყველა აკრიტიკებდა, მაშინ ანჩელოტმა სწორედ ამ მოთამაშეზე გააკეთა ფსონი. ფეხბურთელისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც მწვრთნელი, არსებული დიდი წნეხის მიუხედავად გენდობა."-ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ 26 წლის ნახევარმცველმა, 2017-2018 წლის ახლადდაწყებულ საფეხბურთო სეზონში, გერმანიის ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა ერთი გატანილი გოლის და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..