» » Sport1: ნერლინგერი მიუნხენურ კლუბში არსებულ სიტუაციას აფასებს

Sport1: ნერლინგერი მიუნხენურ კლუბში არსებულ სიტუაციას აფასებს

25-09-2017, 14:40 -ss- სიახლეები 2

Sport1: ნერლინგერი მიუნხენურ კლუბში არსებულ სიტუაციას აფასებს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი სპორტული დირექტორი, კრისტიან ნერლინგერი "ბავარიულ" კლუბში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს. როგორც 44 წლის სპეციალისტმა, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, "ბაიერნის" მიერ ნაჩვენებ თამაშებში ფეხბურთელების შეუთამაშებლობა შეინიშნება და სამწვრთნელო შტაბს მოუწოდებს, აქცენტი სწორედ ხსენებული პრობლემის აღმოფხვრისაკენ აიღოს.

"მოცემულ სიტუაციაში ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო. ფეხბურთელების მიერ, დაცვაში აშკარა შეუთანხმებელი მოქმედება შეინიშნება. არც შეტევით მოქმედებებში სჩანს, დარტყმითი სიძლიერე. ეს ყველაფერი კი კლუბის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად სერიოზული მიდგომაა საჭირო. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, კარლო ანჩელოტის ჩამოწერა ჯერ კიდევ ნაადრევია. მას კვლავაც ძალუძს ბუნდესლიგის მოგება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველანი მისი მისამართით, დიდი მოწიწებით ვისაუბრებთ"-აღნიშნა კრისტიან ნერლინგერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურის მონაცემების მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 13 ქულით, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება. "ბავარია" ერთი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან "ჰოფენჰაიმს", ხოლო პირველ ადგილზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებული სხვაობა, 3 ქულას შეადგენს.
0
0

LawLeSS (26 სექტემბერი 2017 14:31)

qutaturi,
ეგ უნდა მეთქვა მეც
ეს რო კაი სპორტული დირექტორი ყოფილიყო კი არ გააბუნძულებდნენ ბაიერნიდან kicha
1

qutaturi (26 სექტემბერი 2017 14:29)

შენ რომ აქ იყავი ის იყო შეცდომა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.