» » რობენი : მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს

რობენი : მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს

27-09-2017, 09:34 -ss- ანონსი 0

რობენი : მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართ მატჩს გამოეხმაურა. ინტერნეტ-გამოცემა L’Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი "ბავარიელი" აღნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად საფეხბურთო მოედანზე, მაქსიმალური კონცენტრაციით გასვლაა საჭირო.

"ფულს გოლი არ გააქვს, ყველაფერი დამოკიდებულია თამაშის იმ ხარისხზე რასაც გუნდი მოედანზე აჩვენებს. ეს არის მთავარი. აუცილებელია ვიყოთ კონცენტრირებულნი მთლიანი გუნდის მისამართით და არა ცალკეული ფეხბურთელების"-ციტირებს "მფრინავი ჰოლანდიელის" სიტყვებს გამოცემა L’Equipe-ი.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ასევე დააფიქსირა მიუნხენური კლუბის კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, კორენტინ ტოლისომ: "ჩვენ პარიზში მოსაგებად მივემგზავრებით. რა თქმა უნდა "პარი სენ-ჟერმენი" ძალზედ მოტივირებული იქნება. წინ სუპერ შეხვედრა გველის."

შეგახსენებთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" 27 სექტემბერს სტუმრად "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გამართავს ორთაბრძოლას. ზემოხსენებული მატჩი საფრანგეთის დედაქალაქში, თბილისის დროით 22:45 საათზეა ჩანიშნული.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.