» » კომენტარები: პსჟ 3 - 0 ბაიერნი

კომენტარები: პსჟ 3 - 0 ბაიერნი

28-09-2017, 11:33 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: პსჟ 3 - 0 ბაიერნი
ამ საღამოს „ბავარიელები“ ნამდვილად სხვანაირად წარმოიდგენდნენ. „პარი-სან-ჟერმენისაგან“ 0:3 წაგების შემდეგ მიუნხენელები თვითკრიტიკულები იყვნენ. „ჩვენ ცუდად დავიწყეთ. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი სტრატეგიის მთლიანად შეცვლა მოგვიწია“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. იოშუა კიმიხმაც დანი ალვეშის ადრეული გოლი საკვანძო მომენტად შეაფასა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ჩვენ ცუდად დავიწყეთ. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი სტრატეგიის მთლიანად შეცვლა მოგვიწია. ბურთზე კონტროლი უნდა დაგვეწესებინა და შედეგად მომენტებიც გვქონდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ აც ისე ადვილი იყო თამაში. ამაში იყო მთელი პრობლემა. სწორი ბალანსი ვერ ვიპოვეთ დაცვასა და შეტევას შორის, მასპინძლების კონტრშეტევები კი მეტად ძლიერი იყო“.

ნიკლას ზიულე: „ჩვენ საკმაოდ კარგად ვიყავით მომზადებულნი, შესანიშნავი მოსამზადებელი კვირა გვქონდა და კარგად ვიმუშავეთ. შემდეგ კი აქ ჩამოდიხარ და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისგან ადრეულ გოლს იღებს კარში, რის შემდეგაც რა თქმა უნდა მთელი ძალებით შეტევაში უნდა წავიდეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეც გავაკეთეთ. თამაშის პირველ ნახევარში ჩვენ მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ჩვენ ვიცოდით, რომ პარიზელებს შესანიშნავი გუნდი ყავთ, მაგრამ ასე ადვილად ეს ადრეული გოლი არ უნდა გაგვეშვა. ეს ფატალური აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა, აქ რთული იყო თამაში“.

თომას მიულერი: „ჩვენ თამაშის დაწყებიდან 90-ე წამზე გავუშვით გოლი, ეს კი ნამდვილად არ შედიოდა ჩვენს გეგმებში. ამის შემდეგ მათ თამაშის ნება დაგვრთეს. არ ვიცი, იყო თუ არა ეს მათი გეგმა ამდენი სივრცის მიცემა ჩვენთვის და კუთხურების ჩაწოდების შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენ სწორად ვერ გამოვიყენეთ ეს სივრცეები. ამიტომ არ გამოგვივიდა თანმიმდევრულად გადავსულიყავით მოედნის ცენტრიდან შეტევაში. გაშვებული გოლის შემდეგ ეს რთული გახდა“.

არიენ რობენი: „ჩვენ კარგად ვემზადებოდით. კარგი განწყობა გვქონდა თამაშის წინ. ახლოს ვიყავით, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. არვიცი რამდენი კუთხური და ფლანგიდან შეტევა გვქონდა, მაგრამ აშკარაა, რომ მათი კონტრშეტევები ძალიან სახაფათო იყო. მათ ეფექტურად ითამაშეს და სამი გოლი გაიტანეს“.

იოშუა კიმიხი: „ასეთი ადრეული გშვებული გოლი - ყველაზე უარესია, რაც შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ ჩვენ თამაშში ვიყავით, პარიზელები პასიურად თამაშობდნენ და ფაქტიურად ნებას გვრთავდნენ ინიციატივა ჩვენს ხელში ყოფილიყო. ამის მიუხედავად, გოლების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. შეტევაში სიძლიერე დაგვაკლდა. ამაზე ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ“.

ედისონ კავანი: „ბავარიამ“ კარგი თამაში ჩაატარა და სიძნელეებიც შეგვიქმნა. ყველაფერი პირველმა გოლმა გადაწყვიტა. ასეთი გოლი შესაძლებლობას გაძლევს თამაში სწორი მიმართულებით წაიყვანო ადრეულ სტადიაში. ჩემპიონთა ლიგაში ეს კი მატჩის ბედს წყვეტს“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.