» » რუმენიგე: "გუნდი ბავარიას არ გავდა"

რუმენიგე: "გუნდი ბავარიას არ გავდა"

28-09-2017, 11:52 dachi8 სიახლეები 2

რუმენიგე:
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, გერმანული გრანდისა და პსჟ-ს დაპირისპირება შეაფასა, სადაც კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს ანგარიშით 0:3.

„პსჟ-თან მატჩში ჩვენი გუნდი „ბავარიას“ არ გავდა. ასე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხდეთ ისევ ძველი „ბავარია“, რომელიც გერმანიასა და საზღვრებს გარეთ ფურორს ახდენს“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

ზოგმა ექსპერტმა კი თავისი გაკვირვება ვერ დამალა მიუნხენელების სასტარტო შემადგენლობის შემხედვარე:

„ბავარიის“ ყოფილი მცველი ბიკსანტ ლიზარაზუ გამოტყდა, რომ გაკვირვებული დარჩა კარლო ანჩელოტის ზოგიერთი გადაწყვეტილების გამო. „ცოტათი გაკვირვებული ვარ იმით, რომ რიბერი მოედანზე არ გასულა. ეს ხომ მნიშვნელოვანი თამაში იყო მისთვის საფრანგეთში, პარიზში! არ ვიცი, ანჩელოტიმ რატომ არ დართო ნება რიბერის მოედანზე გამოსვლის“ - აცხადებს ლიზარაზუ.

იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კრიტიკა მის მიმართ იქნება და აცხადებს, რომ ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა მიიჩნევს, რომ მის გადაწყვეტილებებში არაფერი სარისკო არ ყოფილა.
1
0

dachi8 (28 სექტემბერი 2017 17:50)

რას დაამსგავსეს ფა კლუბს და გრანდს. ჯიგრები არიან ორივე,
0

გივი ჩვენ ვართ გივი (28 სექტემბერი 2017 15:22)

რასაც დაამსგავსეთ იმას გავდა დაიწყეს ეხლა გაოცებული ბოჩოლის თვალებით წუწუნი ეს ჟმოტი დიქტატორები ეესენი what
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.