» » ოფიციალურად: ბაიერნისა და ანჩელოტის გზები გაიყო

ოფიციალურად: ბაიერნისა და ანჩელოტის გზები გაიყო

28-09-2017, 18:13 LEV4NI სიახლეები / მთავარი ამბები 4

ოფიციალურად: ბაიერნისა და ანჩელოტის გზები გაიყო
2017 წლის 28 სექტმებერს მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც „რეკორდმაისტერის“ იტალიელმა თავკაცმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

კარლო ბავარიულ გუნდს 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა მას შემდეგ რაც გუნდი პეპ გვარდიოლამ დატოვა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მიუნხენულ კლუბში ვერ აჩვენა ის შედეგები რომელსაც ბაიერნის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ელოდნენ.

პირველ სეზონში ანჩელოტის თავკაცობით ბაიერნმა გერმანიის სუპერთასი და ბუნდესლიგა მოიგო, მეორე სეზონში მუშაობა კი წარუმატებელი სერიის გამო აღარ დასცალდა და ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს კარლო ანჩელოტის თუმცა ცნობილი გახლავთ ის რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროებითი მწვრთნელის ფუნქციებს ლეგენდარული ვილი სანიოლი შეითავსებს.
1
0

zviad (28 სექტემბერი 2017 21:46)

წარმატებები პაპა კარლოს, ჩვენ კი ჩემი აზრით ტუხელი ან მისნაირი გიჟი გვჭირდება, კლოპი იდეალური იქნებოდა დაკავებული რომ არ იყოს trafaret
0

LEV4NI (28 სექტემბერი 2017 21:35)

წარმატებები წარბას... danke heye ok
0

Gio-Bayern (28 სექტემბერი 2017 20:56)

მადლობა კარლო მოგებული ტიტულებისთვის. წარმატებები danke
0

dachi8 (28 სექტემბერი 2017 18:33)

წარმატებები პაპა კარლო მომავალში danke
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.