» » ანჩელოტის ყველას პროვოცირება სურდა

ანჩელოტის ყველას პროვოცირება სურდა

29-09-2017, 03:22 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტის ყველას პროვოცირება სურდა
გერმანულმა სპორტულმა ტელეარხმა Sport1-მა მოყვა თუ კარლო ანჩელოტიმ, რომელიც უკვე „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაა დაითხოვნილი, როგორ გამოაცხადა სასტარტო შემადგენლობა პსჟ-სთან მატჩის წინ.

თამაშის წინ იტალიელმა მწვრთნელმა 11 ფეხბურთელის სახელისგან შემდგარი სია შეადგინა, თუ ვინ გამოვიდოდა სასტარტო შემადგენლობაში, სია საკონფერენციო დარბაზში დატოვა, რის შემდეგაც ის ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა, ყველანაირი ტაქტიკური განლაგებისა და სტრატეგიის ახსნის გარეშე.

ბევრი შოკირებულნი და გაბრაზებულნი იყვნენ. ჟერომ ბოატენგს ადრე აცნობეს, რომ ის სათადარიგო სკამზე მოხვდებოდა აღნიშნულ მატჩში, მაგრამ მისდა გასაკვირად გერმანელი განაცხადშიც კი არ მოხვედრილა. ანჩელოტიმ ვერანაირად ვერ აუხსნა ეს მას. ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელობამ ჩათვალეს, რომ მწვრთნელს ამ ფორმით ყველას პროვოცირება სურდა. თამაშის წინ გუნდში ატმოსფერო არამეგობრული იყო და უკმაყოფილო.

გუნდში უკმაყოფილონი იყვნენ მწვრთნელის ვარჯიშების მეთოდიკითა და მათი ინტენსივობით, რომელიც ტოპ-გუნდისთვის მიუღებელია.

ხელმძღვანელობას ქმედება უნდა დაეწყო და მწვრთნელის გათავისუფლება პარიზშივე გადაწყდა. უკან დასახევი გზა არ იყო, ამტკიცებს Sport 1.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.