» » რუმენიგე: კარლოსთან სერიოზული საუბარი გვქონდა

რუმენიგე: კარლოსთან სერიოზული საუბარი გვქონდა

29-09-2017, 10:50 -ss- სიახლეები 2

რუმენიგე: კარლოსთან სერიოზული საუბარი გვქონდა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, დაკავებული თანამდებობიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა აღნიშნა, ზემოხსენებული გადაწყვეტილება რთულად მისაღები იყო, თუმცა კლუბის ინტერესები სწორედ ამას მოითხოვდა.

"ბაიერნის მიერ ნაჩვენები თამაში, სეზონის დაწყებიდანვე ჩვენს მოლოდინს არ ამართლებდა. "პარი სენ-ჟერმენთან" გამართულმა მატჩმა კი აჩვენა, რომ დასკვნების გაკეთება აუცილებელი იყო. ჰასან სალიჰამიჯიჩმა და მე, კარლოსთან ღია და სერიოზული საუბარი გავმართეთ, მას ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ."

"მინდა ანჩელოტის მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისათვის და ამავე დროს გამოვთქვა მწუხარება, ყველაფერი ასე რომ დასრულდა. ის ჩემს მეგობრად დარჩება. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გვემოქმედა ისე, როგორც პროფესიონალებს შეეფერება, ამას კლუბის ინტერესები მოითხოვდა. ველი, რომ გუნდი სწორი მიმართულებით განვითარდება, რათა მიმდინარე სეზონში დასახული მიზნების მიღწევა შევძლოთ"-ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ 28 სექტემბერს, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ კლუბის იტალიელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაყენების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო. ბავარიელთა "ბოსებისათვის" "ბოლო წვეთი", უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, პარი სენ ჟერმენთან გამართული მატჩი აღმოჩნდა, რა დროსაც მიუნხენურმა კლუბმა მტკივნეული მარცხი განიცადა, ანგარიშით 3-0.
1
0

TAMARA (30 სექტემბერი 2017 10:00)

zviad,
რათქმაუნდა გეთანხმები. დაბერდა რიბერი-რობენი, წავიდა ლამი, შვაინშტაიგერი. ამათი შეცვლა კი ტოლისოებით არ ხდება. ვიდალი ცოფიანი ძაღლივით დარბის. ალკანტარა კუჭაშლილივით და ასე მოგება ძნელია. ანჩელოტის რაც შეეხება უდიდესი მწვრთნელია მაგრამ ჩვენს გუნდს ვერ შეეწყო. მას მეორე ნომრად უყვარს თამაში. ბაიერნს კიდე მეორე ნომრად თამაში არ გამოსდის. მოკლედ გერმანელი მწვრთნელი გვინდა და 1-2 მღალი დონის ფეხბურთელი. დიდი ექსპერტი მე არ ვარ მაგრამ მემგონი ასეა საჭირო
0

zviad (29 სექტემბერი 2017 12:08)

აქ გამოკითხვაა და კარლო ანჩელოტის ტაქტიკა ლიდერობს, არა და ჩემი აზრით მაღალი კლასის ფეხბურთელების ნაკლებობაა მთავარი მიზეზი გუნდის პრობლემების, არ შეიძლება ტოლისოთი პსჟ ს მოედნის ცენტრი მოუგო, ვერც რუდი ზულე შეცვლიან კროსს შვაინას, ჰუმელსს, და ვერც კიმიხი ცვლის ლამს სამწუხაროდ! მაღალი კლასის ფეხბურთელების პრობლემაა გუნდში და ეს ადვილი დასანახია ვერ გავიგე მარტო კარლოს აბრალებთ ამ ყველაფერს თუ რა ხდება ? კარლო ანჩელოტის ტაქტიკა რატომ ლიდერობს გამოკითხვაში?
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.