» » ლამი: "არ არსებობს მიზეზი ფეხბურთში არ დაბრუნების"

ლამი: "არ არსებობს მიზეზი ფეხბურთში არ დაბრუნების"

29-09-2017, 12:59 dachi8 სიახლეები 3

ლამი:
“ბავარიის“ ლეგენდა ფილიპ ლამი პსჟ-თან მარცხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ნამდვილად რაღაცას შეცვლიდა სეზონის ასეთი ცუდი სტარტის დაწყების შემდეგ. ფილიპ ლამმა, რომელმაც წინა სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულა და შეთავაზებული სპორტული დირექტორის თანამდებობაზე უარი განაცხადა, „ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი შეაქო მიუნხენური კლუბის განვითარებაში წვლილის შეტანისათვის.

შეტყობინებები იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას უპირებენ და პრესა მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას ელოდება, გვაფიქრებინებს იმას, რომ იტალიელს მიუნხენში დრო ამოეწურა, ხოლო, სეზონის უიღბლო სტარტის შემდეგ კლუბის უამრავი გულშემატკივარი კლუბს ცვლილებებისკენ მოუწოდებს.

ფილიპ ლამი, როგორც ინტერნეტ-გამოცემა FourFourTwo იუწყება, ვარაუდობს, რომ ცვლილებები აუცილებელია როგორც მმართველობაში ასევე იერარქიაშიც.

„მე ნამდვილად რაღაცას შევცვლიდი“, - განაცხადა მან. – „მაგრამ ამის შესახებ ლაპარაკი ახლა არაა აუცილებელი“

ბავარიის მმართველობაში დაბრუნების შესაძლებლობაზე მან დააყოლა“ „მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ფეხბურთი ყველა სფეროზე მეტად მესმის. ფეხბურთს მე 5 წლიდან ვთამაშობდი და ეს ჩემი ძირითადი ცოდნაა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მიზეზი ფეხბურთში არ დაბრუნების. ბავარიისთვის ყველაზე გადამწყვეტ მნიშვენლობას ის თამაშობდა, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი - 2 ლიდერი, უმაღლეს დონეზე თვითონ თამაშობდა ფეხბურთს. მათ 100 პროცენტით იციან თავისი პროფესია. ეს ყველაზე დიდი რამაა, რაც მათ კლუბის განვითარებაში ეხმარებოდა“.

„და მე ვიტყოდი, რომ მეც მაქვს საფეხბურთო ცოდნა. რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, ვნახოთ თუ რა მოხდება“ - იძახის გერმანელი.

როგორც მოგეხსენებათ ფილიპ ლამს თავისი ბიზნესი აქვს, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, იწავლა თუ არა მან ული ჰიონესისაგან და რუმენიგესაგან კომპანიის ფინანსურად მართვა: - „რა თქმა უნდა წლების განმავლობაში მიწევდა მათთან ერთად მუშაობა და ვხედავდი თუ როგორ მართავდნენ ბიზნესს და როგორ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან საუკეთესო ავიღე, მაგრამ ჩემს მასწავლებლად ეკონომიკურ საკითხებში მათ არ დავასახელებდი“ - განაცხადა ლამმა.
1
0

dachi8 (29 სექტემბერი 2017 21:24)

LawLeSS,
ამას ტყუილად კი არ მიწვდა რობენი კისერში kicha
2

LawLeSS (29 სექტემბერი 2017 15:06)

წადი დაიძინე რა შენ რო რამის მაქნისი ყოფილიყავი როცა გითხრეს მოდი დაჯექი სპორტულ დირექტორადო მაშინ მოხვიდოდი... მთლად ნამუსგარეცხილად ნუ მოიქცევი ეხლა ფილიპ
უნამუსობა გაქვს ჩაფიქრებული და ლეგენდად წახვედი ფეხბურთიდან და ერთი ადგილის იარლიყს ნუ აირტყავ

თან ასეთ სიტუაციაში როცაა გუნდი!!!
1

dachi8 (29 სექტემბერი 2017 13:00)

ამან კიდე ტვინი წაიღო meravici ჯერ კაპიტნობაზე რა გააკეთა და ახლა მაღალ ადგილზე მოსმა უნდა აშკარად popkorn

შენი დროც მოვა ფილიპ ლამ buzilnik
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.