» » კლოპი ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა

კლოპი ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა

30-09-2017, 02:12 dachi8 ინტერვიუ 0

კლოპი ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა
“ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„თუ სიმართლე გაინტერესებთ, მე ცოტა რამ თუ გამაკვირვებს ფეხბურთში. ვუყურებდი „ბავარიასა“ და „პსჟ“-ს შორის გამართულ მატჩს. ფეხბურთი ამგვარია, რომ ინდივიდუალურმა ოსტატობამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ასეც მოხდა ამჯერად“.

მაგრამ საქმე მხოლოდ ამ მატჩში არ იყო და მხოლოდ ერთ თამაშში. „ბავარიის“ თამაში კლუბის ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებდა. ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს მათ ასე. თუმცა, მათი ეს საქციელი ჩემთვის მაინც ბოლომდე გაუგებრად რჩება. კარლო გამოცდილი მწვრთნელია. არ ვფიქრობ, რომ ერთ ღამეში მან თავისი ცოდნა დაკარგა. ზოგჯერ უბრალოდ ასე ხდება, რომ ხალხი ერთმანეთს ვერ ეწყობა. თუ „ბავარიაში“ თვლიან, რომ უფრო მეტ წარმატებას შეუძლიათ მიაღწიონ სხვა მწვრთნელთან ერთად, მაშინ მოხარული ვარ მათ მაგივრად. თუ კარლო გადაწყვეტს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას, მაშინ ის ფანტასტიურ კლუბს მოძებნის და აჩვენებს, თუ როგორი სპეციალისტია“.

„გულწრფელად რომ გითხრათ მსოფლიოში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია ვიდრე კარლო ანჩელოტის გათავისუფლება „ბავარიიდან“ - განაცხადა კლოპმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.