» » გერმანული პრესა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გერმანული პრესა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

30-09-2017, 04:53 dachi8 მიმოხილვა / მთავარი ამბები 2

გერმანული პრესა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
“ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსალოდნელი, მაგრამ მაინც უცაბედი აღმოჩნდა. გერმანიის წამყვანი გამომცემლობები აღნიშულ ფაქტს ეხმაურებიან. თითოეული თავისებურად აშუქებს მის გამომწვევ მიზეზებს. „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი კი ზოგიერთი ფეხბურთელის ძალაუფლებით გაკვირვებულია.



გთავაზობთ გერმანიის პრესის მიმოხილვას:

Kicker
სარისკო შემადგენლობა პარიზთან მატჩში


პარიზში უარყოფითი შედეგი, ანჩელოტის მიერ სარისკო სასტარტო შემადგენლობის დაყენება გახდა. რასაკვირველია, მწვრთნელს აქვს იმის უფლება, რომ მოედანზე ის ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანოს, რომელსაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ის იღებს ამაზე პასუხისმგებლობას და ახლა კი მის შედეგებზე აგებს პასუხს. რადგან ძირეული და საგანგაშო პრობლემა უფრო გუნდში ატმოსფეროსთანაა დაკავშირებული, ვიდრე ტაქტიკურ და სათამაშო მომენტებზე. ამ სასტარტო შემადგენლობით მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ანჩელოტიმ თავის საწინააღმდეგოდ განაწყო. ფრანკ რიბერისთან ურთიერთობა კი მანამდეც დარღვეული ჰქონდა. საფრანგეთში ის სათადარიგო სკამზე იჯდა და შესვენების შემდეგ არ გამოსულა, მის მაგივრად მოედანზე ახალგაზრდა კომანი გამოჩნდა.

რიბერის, რომელიც ახლა თავის საუკეთესო ფორმაში არ არის, ეს გადაწყვეტილება შეურაცხყოფად უნდა ჩაეთვალა, როგორც ჟერომ ბოატენგს, რომელიც 90 წუთი ტრიბუნებზე ითმენდა. მსოფლიო ჩემპიონების ჰუმელსისა და ბოატენგის დაცვაზე უარის თქმა, ანჩელოტის თამამი და თვითგანადგურებადი არჩევანი იყო, რომლის უპირატესობის მინიჭება სხვა ფეხბურთელებზე და ტიაგოზე ასევე უნდობლობას იწვევდა გუნდში.


იტალიური კომპანიის არაკონტროლირებადი, განცალკევებული ცხოვრება

ამან კიდევ უფრო გაამწვავა კონფლიქტი. რობერტ ლევანდოვსკი, როგორც თომას მიულერი უკვე ღიად აკრიტიკებდა ამას. ანჩელოტის იტალიური გუნდი ჯერ კიდევ წინა სეზონში განცალკევებულ ცხოვრებას ეწეოდა გუნდისგან. იმისათვის, რომ თავისი ავტორიტეტი დაებრუნებინა, კლუბმა ვილი სანიოლი მიიწვია მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე. თუმცა, ანჩელოტი თავიდან აღფრთოვანებული არ ყოფილა ასეთი პარტნიორობით, მაგრამ საბოლოოდ ეს დანიშვნა მიიღო.

იმდენად ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი დაგროვდა უკვე, რომ ხელმძღვანელობის პოზიცია უფრო და უფრო სუსტდებოდა. ამიტომ კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ედგა მხარში ანჩელოტის, არ შეეძლო და აღარც სურდა ანჩელოტისა და მისი გუნდის დაცვა.


Der Spiegel

შესაძლოა, ანჩელოტი არ ყოფილა მთავარი პრობლემა. ეჭვგარეშეა, რომ პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ მიუნხენური ფეხბურთი სულ უფრო და უფრო უარესი ხდებოდა. ანჩელოტის შესაძლო უპირატესობები თანდათანობით ნეგატიური ხდებოდა. ის რაც ნატიფ ბუნებრიობად ჩანდა, მალევე დაუდევრობად შეფასდა. მას შემდეგ, რაც გვარდიოლას აკრიტიკებდნენ „მხოლოდ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის გამო, ანჩელოტის ბავარია უკვე მეოთხედფინალში გამოეთიშა ამ ტურნირს.


ბავარიის რიტმი: რევოლუციონერის შემდეგ სტაბილიზატორი

2016 წელს იტალიელი მოიწვიეს არა რადიკალური ცვლილებებისთვის, არამედ გუნდის მაღალი დონის შენარჩუნებისათვის რამოდენიმე წლით. უკვე დიდი ხნის განმავლობაში ბავარიაში ინოვატორები და სტაბილიზატორები ერთმანეთს ენაცვლებიან სამწვრთნელო პოზიციაზე: ლუი ვან გაალს, იუპ ჰაინკესი მოჰყვა. რევოლუციონერ გვარდიოლას კი ანჩელოტი მოჰყვა, რომელსაც კატალონიელის აღთქმები უნდა შეენარჩუნებინა.

მაგრამ ახლა ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა. მიუნხენელები ისეთი დაუცველები გახდნენ, როგორებიც არ ყოფილან უკვე მრავალი წელია. მაგრამ მხოლოდ ანჩელოტის დადანაშაულება ზედმეტად კომფორტული იქნება. ისეთი ვარსკვლავების წასვლას, როგორებიც ფილიპ ლამი და ხაბი ალონსოა, სებასტიან რუდითა და კორენტენ ტოლისოთი უპასუხეს. კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არა საკვანძო, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისათვის.


ბავარიული ფოლკლორის ნაკლებობა არ შეინიშნება

ბავარიას ფოლკლორის ნაკლებობა კი არ აქვს, არამედ კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო არენაზე. ის, რომ მიუნხენელები თავის თავს იმის უფლებას არ აძლევენ რომ სასურველი ფეხბურთელი შეიძინონ, როგორიც მარკო ვერატია პსჟ-დან ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.

ის, რომ გუნდი მარად არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მაღალ კლასს ვერ დაეყრდნობა უკვე დიდი ხანია ცნობილია. 1991 წელს ჰაინკესის გათავისუფლების შემდეგ კლუბს 2,5 წელი დაჭირდა იმისათვის, რომ კვლავ ჩემპიონი გამხდარიყო. ასეთი შესვენების უფლებას კლუბი ახლა თავის თავს ვერ მისცემს. მაგრამ ვინ აიძულა ასეთი რადიკალური ცვლილებებისკენ? გვარდიოლას წასვლის შემდეგ გაძლიერდა იმის შთაბეჭდილება, რომ ბავარია უპირველეს ყოვლისა უკან იხედება და თანამდებობებზე დამსახურებულ და დიად ფეხბურთელებს ნიშნავს.

ული ჰიონესი და რუმენიგე საკმაოდ დიდი ხანი რჩებოდნენ ბავარიის მაღალი მდგომარეობის პოზიტიურ ფაქტორებად. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს კლუბს სხვა რამ უნდა სურდეს: მაგალითად, სპორტული დირექტორი, რომელიც ზრუნავს არა მხოლოდ კლუბის იმიჯზე, არამედ ამბიციურ სატრანსფერო პოლიტიკაზეც.


BILD
5 ფეხბურთელი ანჩელოტის წინააღმდეგ

განგაშის ზარი, რომელმაც შემდეგი საკითხი წამოჭრა: რამდენად დიდი ძალაუფლება აქვთ ხელში ბავარიის ფეხბურთელებს?

პრაქტიკულად ყველა ანჩელოტის ყოფილი ტოპ-ფეხბურთელი თბილად მოიხსენიებდა იტალიელს და მის დამოკიდებულებას ფეხბურთელებთან. მხოლოდ ბავარიაში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.

► თომას მიულერმა, რომელმაც სათადარიგო სკამზე 73 წუთი გაატარა, ბრემენში მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან დაიჩივლა ჯოკერის როლის თაობაზე: „არვიცი რა თვისებებს უნდა რომ ხედავდეს მწვრთნელი, მაგრამ ჩემი ეტყობა 100 პროცენტით არ სჭირდება“.

► ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, რომლებიც მოულოდნელად აღმოჩნდნენ სათადარიგო სკამზე პარიზში იმედგაცრუებულები გამოიყურებოდნენ - ეს ცხადი იყო თითოეულისათვის. სანამ კოლეგები თამაშის წინ ხურდებოდნენ, ორივე ჯერ კიდევ გასახდელში იმყოფებოდა, შემდეგ კი ცალ-ცალკე გამოვიდნენ მოედანზე.

►ბავარიის პრეზიდენტი თვითონ ჯერ კიდევ მაისში ლაპარაკობდა რიბერიზე: „თითოეულ ჯერზე, როდესაც რიბერი 70 წუთის შემდეგ მოედანს ტოვებდა, ის რეკავდა ჩემთან და მეუბნებოდა: მორჩა, საკმარისია, მე მივდივარ“.

გუნდში განწყობა ბოლო დროს წარმოუდგენლად ცუდი ჩანდა. ამასთან, ახლა ჰიონესმა ღიად დააკისრა პასუხისმგებლობა ანჩელოტის: „მწვრთნელმა ბოლო დღეებში თავის საწინააღმდეგოდ 5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი განაწყო, მათ შორის კომანი. ის ვერ შეძლებდა ამის ატანას. შენ არ შეიძლება გყავდეს მოწინააღმდეგენი ავტორიტეტულ ფეხბურთელებში, თუ მწვრთნელი ხარ“.

ეს ხუთეული სავარაუდოდ, რიბერი, რობენი, ჰუმელსი, ბოატენგი და მიულერია. მწვრთნელის ბრალი შემდეგშია: იტალიელი მეტად იშვიათად ურთიერთობდა მათთან, ზოგი ფეხბურთელი თავს გარიყულად გრძნობდა. ზუსტად ამის დემონსტრირება გააკეთეს მათ.

გერმანული პრესა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ


ბავარიის ყოფილ ფეხბურთელს შტეფან ეფენბერგს არ ესმის ამის. ინტერვიუში «t-online»-თან მან განაცხადა: „ული ჰიონესის თქმულის შემდეგ იმის შესახებ, რომ 5 ფეხბურთელი მწვრთნელის წინააღმდეგი გახლდათ, მე ვიტყვი: ეს მიუღებელია. მეჩვენება, ეს სევდიანია, რომ ფეხბურთელები ასეთ ძალაუფლებას იღებენ. ფეხბურთელები უნდა გაერთიანებულიყვნენ, ხოლო ანჩელოტი განტევების ვაცი არ უნდა გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკეთესი იქნებოდა, თუ ფეხბურთელები ამას კონტროლის ქვეშ მოაქცევდნენ, გასახდელში საქმეს განიხილავდნენ და თითოეული, რომელსაც სახეში მოხვდებოდა, ამით მოტივაციას მიიღებდა. ყოველგვარი წუწუნის გარეშე, იმის გამო, რომ ვიღაც სათადარიგო სკამზე ზის. მიმიფურთხებია ამისთვის! გავიდნენ, იმოძრაონ, იმუშაონ და მიწა ჭამონ“.

ეჭვგარეშეა, უპირველეს ყოვლისა წამყვანმა ფეხბურთელებმა იციან თავისი ძალის შესახებ. თომას მიულერი, როგორც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრების და ბავარიის სიმბოლო. ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, როგორც საზოგადოების ფავორიტები. რობერტ ლევანდოვსკი, როგორც ხელშეუხებელი თავდამსხმელი, რომლის კლუბში ყოლაც ევროპის ნებისმიერ კლუბს სურს.


Sport1

კარლო ანჩელოტიმ თავისი სადაო სასტარტო შემადგენლობა პსჟ-ს მატჩის წინ ყველანაირი კომენტარის გარეშე გამოაცხადა. მან მხოლოდ 11 ფეხბურთელისაგან შემდგარი სია გამოაკრა დაფაზე საკონფერენციო დაფაზე და გავიდა, ხმის ამოუღებლად.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. კლუბს უნდა ემოქმედა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მას თავისი გათავისუფლების პროვოცირება სურდა, - იძახის ინსაიდერი.

გერმანული პრესა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ


უკვე დიდი ხანია უზარმაზარი უკმაყოფილება იყო ვარჯიშების ირგვლივაც - მათი ინტენსივობისა და შინაარსის გამო, რომელიც ტოპ-კლუბის სტატუსის მქონე კლუბს არ შეესაბამებოდა.

მატჩში პსჟ-თან ანჩელოტიმ უცაბედად არა მხოლოდ ჰუმელსზე თქვა უარი, არამედ არიენ რობენზე და ფრანკ რიბერიზეც. მსოფლიოს ჩემპიონი ჟერომ ბოატენგი კი შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა.


Die Welt

ანჩელოტი - კლუბის ალფა-მამრების მსხვერპლი

ანჩელოტიმ შეცდომა დაუშვა და არ გამართლდა მასში ის ადამიანი, რომელსაც შესანიშნავად შეუძლია ვარსკვლავების გაძღოლა. ასეთ მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან, როგორებიც არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და მათს ჰუმელსია ის არ ლაპარაკობდა ან ლაპარაკობდა ძალიან ცოტას მნიშვნელოვან სიტუაციებში. ამასთან, მან ვერ გამონახა მეთოდი გუნდის პოტენციალი რეალიზაციაში მოეყვანა. ანჩელოტი კლუბის ისტორიაში შევა, როგორც მწვრთნელი, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა.

ამის მიუხედავად, 58 წლის მწვრთნელი აქ მსხვერპლი აღმოჩნდა. კლუბის მსხვერპლი, რომელიც დანაწევრებულია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. კლუბი, რომელსაც ორი ალფა-მამრი ხელმძღვანელობს - რუმენიგე და ჰიონესი, რომელთაც ერთი და იგივე შეხედულება ყოველთვის არ აქვთ საკითხის მიმართ. მათ მარტო დატოვეს მწვრთნელი და მას ღიად არ იცავდნენ.
2
1

dachi8 (30 სექტემბერი 2017 19:36)

ეს Der Spiegel-ი მაგარი პროვოკატორია, მანდ ჩაწერა ინტერვიუ აღზევებულმა ლევანდოვსკიმ და ახლა ვერატიზე წერს, თურმე თუ კლუბმა ვერატი ვერ შეიძინა მაგათი საქმე წასულია kicha
ბარსელონას საქმეც წასული ყოფილა და კიდევ მრავალი კლუბის. აქეთ აახიეს ბარსელონას ფეხბურთელი პსჟ-მ. ფული ბაბა, ფული Der Spiegel და შენც ეტყობა ეგ გაბრმავებს. არაბი შეიხების ფულები მოუნდა Der Spiegel-საც ზოგ-ზოგიერთებისავით
0

GERMAN-BA-Y-ERN (30 სექტემბერი 2017 15:20)

მართლაც, რომ F.C Hollywood...
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.