» » ქაოსზე დომინირება

ქაოსზე დომინირება

1-10-2017, 17:35 dachi8 მიმოხილვა 0

ქაოსზე დომინირება
სეზონის დასაწყისშივე დადიოდა ხმები „ბავარიის“ პრობლემებზე, რომლის კულმინაციაც პარიზში მარცხი გახდა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის დათხოვნა თანამდებობიდან. Sports.ru-s ჟურნალისტი განიხილავს, თუ რამ არ იმუშავა ანჩელოტის სისტემაში.

დიდი ხანია მიდიოდა იმის შესახებ ლაპარაკი, რომ მიუნხენში მთავარი უკვე მეორე ანჩელოტი გახდა. პაპა კარლომ შვილი „რეალის“ შტაბში აიყვანა და დავიდე ანჩელოტი მას შემდეგ უფრო მეტ და მეტ ძალაუფლებას იღებდა მამის კლუბებში.

გერმანიაში უმცროსი ანჩელოტი თავიდან კარლოს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა, ისწავლა რა წინასწარ გერმანული ენა, ხოლო, პოლ კლემენტის წასვლის შემდეგ „სუონსიში“ კარლოს ასისტენტი გახდა. მანამ, სანამ კარლო მშვიდად სვამდა კაპუჩინოს, მისი შვილი გუნდს ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია, ვარჯიშებზე შრომატევადი მუშაობის გარეშე და შეცდომების გამოსწორების გარეშე გუნდი ვერ პროგრესირდებოდა.

სამწვრთნელო გამოცდილება და სამწვრთნელო აზროვნება დავიდეს ცხადია, რომ არ აქვს იმისათვის, რომ ისეთი კლუბი ჩაიბაროს, როგორიც „ბავარიაა“. პარიზელებთან მატჩში მიუნხენელები მეტად სუსტად გამოიყურებოდნენ. დაბალი თავდაცვითი ბლოკითა და არაიდეალური პრესინგის სისტემით მიუნხენელები ვერაფერს აწყობდნენ.

„მომავალი“ „ბავარიის“ მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ფეხბურთის თამაშს აღწერს როგორც 4 სტადიის კომპლექსს: როდესაც გუნდი ბურთითაა, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, შეტევაში გადასვლა და თავდაცვაში გადასვლა.

სჩანს, კლუბს მოსამატებელი ყველა კომპონენტში აქვს: ოთხშაბათს პარიზში მატჩის დროს თავდაცვიდან გამოსვლისას ბავარიელები სრულიად გაუგებარ ფორმაციაზე გადადიოდნენ 2-3-4-1 -ზე. მცველები მეტად შორს მიდიოდნენ მაღლა და არ ცდილობდნენ გუნდის დახმარებას, ხოლო 2 ცენტრალური მცველი ერთმანეთში პასაობდნენ. ზოგჯერ მათ ნახევარმცველების სამეული ეხმარებოდა, მაგრამ „ბავარიას“ გულწრფელად აკლდა სიგანეში თამაში.

ქაოსზე დომინირება


თუმცა ამის მიუხედავად, კარლომ საჭირო ცვლილებები შესვენებაზე არ განახორციელა. ემერი შეხვედრის პირველ ნახევარში რაბიუსა და ვერატის მითითებებს აძლევდა შეტევითი სამეულის დასახმარებლად პრესინგის დროს მაღლა ასულიყვნენ, თუმცა შესვენების შემდეგ პსჟ-ს ცენტრალური ნახევარმცველები უფრო კომპაქტურად თამაშობდნენ და ცდილობდნენ ასეთი გარღვევა აღარ დაეშვათ მათსა და ტიაგო მოტას შორის.

ქაოსზე დომინირება


უნაის ესმოდა, რომ ალაბა და კიმიხის მითითებას მოედანზე - პარტნიორების დახმარებასა და დაბლა განლაგებას, შეეძლო მცველების ოთხეული და საყრდენი, თანაგუნდელების მხარდაჭერის გარეშე დაეტოვებინა, თუმცა ეს ზომები ზედმეტიც კი აღმოჩნდა.

თავდაცვაში გადასვლა - ასევე ამ „ბავარიის“ პრობლემაა. მიუნხენელები უბრალოდ ვერ ასწრებდნენ თავისი ადგილების დაკავებას, რადგან ჰიპერშეტევით პოზიციებზე იყვნენ განლაგებულნი და ზედიზედ სახიფათო კონტრშეტევებს იღებდნენ, რომელთაც ანგარიში კიდევ უფრო მსხვილი შეიძლება გაეხადა - ნეიმარი იმ საღამოს უბრალოდ ვალდებული იყო უფრო მეტი მიეღო, ვიდრე ეს 1+1-ია გოლს+პასის სისტემით.

მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო გუნდის პოზიციური შეტევის თვალის დევნება. კი, „ბავარიამ“ სტილი შეიცვალა და უფრო მარტივ სტილზე გადავიდა - კროსების რაოდენობა მატჩში 50%-მდე გაიზარდა გვარდიოლას დროინდელ ბავარიასთან შედარებით (17, 26-ის წინააღმეგ), მაგრამ გაგაოცებდათ ის, რომ გერმანელებმა ხიფათის შექმნის სხვა მეთოდი ვერ გამოძებნეს. აქედანაა ფენომენალური ჩაწოდებების რაოდენობაც. მხოლოდ კიმიხისაგან 20 (ერთმა მარჯვნენა მცველმა უფრო მეტი ჩაწოდება განახორციელა, ვიდრე ამას მთელი გუნდი აკეთებდა წინა მწვრთნელთან). 9 - ხამესისაგან (და ეს მხოლოდ 45 წუთში!), და გასაკვირი არაა, რომ ტიაგო სილვამ მარკინიოსთან ერთად წყვილში მთელი 24 ბურთის გამოტანა განახორციელა.

როგორც ჩანს, მიუნხენში ქაოსი ყველგანაა

1. სათამაშო კუთხით იდეების ნაკლებობამ და მქრქალმა თამაშმა არც თუ ისე ძლიერ პსჟ-თან და კლასით დაბალ „ჰოფენჰაიმთან“ აჩვენა, რომ ამგვარი თამაშით ბავარიელები მზად არ არიან გამარჯვებისათვის ბრძოლისთვის, ბუნდესლიგაშიც კი, რომ არ ვთქვათ არაფერი ჩემპიონთა ლიგაზე.

2. სამწვრთნელო ხიდზე კი ყველაფერი აირია, როდესაც გუნდის ხელმძღვანელი ფაქტიურად დავიდე ანჩელოტი გახდა, ამასთან კარლო იმდენად მშვიდი იყო თავისი ადგილის გამო, რომ ჟურნალისტის კითხვაზე „არ გეშინიათ, რომ გათავისუფლებული იქნებით პსჟ-თან მარცხის შემთხვევაში?“, იტალიელმა გულწრფელად გაიცინა და თავი გააქნია.

3. ხელმძღვანელებს ზაფხულში ანჩელოტის სჯეროდათ, უყიდეს მას ფეხბურთელები (ტოლისო, ხამეს როდრიგესი) და ყველანაირად მხარს უჭერდნენ უღიმღამო ამხანაგურ თამაშებში, ახლა კი ათავისუფლებენ მწვრთნელს სექტემბერში (ამის მსგავსი „ბავარიის“ დონის კლუბში ბოლოს როდის მოხდა ძნელად თუ გაიხსენებთ).

ეს მთლიანი სურათი არაა, რომელიც კარლო ანჩელოტის ქაოსს აღწერდა. ზაფხულში კლუბში უკმაყოფილოები იყვნენ (ლევანდოვსკის დემარში, რიბერის ფქიქოზი) და იმის მიუხედავად რომ ხელმძღვანელობა მზად იყო წინასასეზონო მატჩების ჩავარდნები აეტანა, გუნდში ატმოსფეროს გაუარესების ატანა აღარ შეიძლებოდა. პრესაში გაჟონა ინფორმაციამ ანჩელოტისა და რუმენიგეს შორის კონფლიქტის შესახებ, ხოლო ბავარიელმა ბოსებმა ნაგელსმანისკენ დაიწყეს გახედვა, რომელმაც მიუნხენში სახლის შენება წამოიწყო და რომელმაც ღიად განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით იმუშავებდა „ალიანც არენაზე“.

როგორც ჩანს, ანჩელოტის გათავისუფლება მწიფდებოდა, კლუბი აშკარად არ იყო მზად მიზნების განხორციელებისთვის, თუმცა ახლა შემდეგი კითხვა ჩნდება, ვინ გაართმევს თავს უკეთესად - დავიდე ანჩელოტი თუ ვილი სანიოლი? ამას კი უკვე მალე შევიტყობთ.

მიუნხენელების ქომაგებს მხოლოდ იმედიღა რჩებათ, რომ ახალ მწვრთნელს მალე იხილავენ „ბავარიაში“ და აი მაშინ - ვინც არ უნდა მოვიდეს - „ბავარიის“ საქმეები აუცილებლად წინ წავა.

2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.