» » კომენტარები: ჰერტა 2 - 2 ბაიერნი

კომენტარები: ჰერტა 2 - 2 ბაიერნი

1-10-2017, 22:11 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ჰერტა 2 - 2 ბაიერნი
2 გოლით ბავარიას მე-2 ტაიმის დასაწყისში თამაში მიყავდა, მაგრამ საბოლოოდ ჰერტასთან ქულების გაყოფა მოუწია. „ჩვენთვის შედეგი ცოტა გამაღიზიანებელია“, - განაცხადა მატჩის შემდგომ ვილი სანიოლმა: „მუშაობას უნდა მოვუმატოთ და ბალანსი ვიპოვოთ“ - დაამატა ფრანგმა სპეციალისტმა.



მატჩის შემდგომი კომენტარები:

ვილი სანიოლი: „ჩვენთვის შედეგი ცოტა გამაღიზიანებელია. თუ ანგარიში 2:0 მიგყავს, მეტი კონცენტრაციითა და დისციპლინით უნდა ითამაშო. ბევრი შანსი გვქონდა და მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ. ეს იმედგაცრუებაა, უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ ეს ფეხბურთია და ეს უნდა მივიღოთ. კონცენტრაციის გარეშე ჩვენ უკვე უძლიერესი გუნდი აღარ ვართ გერმანიაში. ეს არა მხოლოდ დაცვის ბრალია, პრობლემა გუნდშია. მეტი უნდა ვიმუშაოთ და ბალანსი ვიპოვოთ. ახლა ნაციონალური თამაშების პაუზის დროს ჩვენ ამის ანალიზს გავაკეთებთ“.

პალ დარდაი (ჰერტას მწვრთნელი): „ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ 2:2 ანგარიშით ვითამაშეთ და თამაშში დავბრუნდით. მოედანზე იმ განწყობით გავედით რომ მატჩი მოგვეგო. თუმცა კარგად არ დავიწყეთ თამაში და პირველი გოლი დავთმეთ, რადგან უკეთ უნდა დაგვეცვა თავი. მაგრამ გუნდმა შესანიშნავი ხასიათი აჩვენა და ძალიან კარგი რეაქცია. ვფიქრობ, ფრე შესანიშნავად ესადაგება ორივე გუნდს“.

მოგახსენებთ, რომ მატჩის დასრულების შემდგომ „ბავარიის“ არც ერთმა ფეხბურთელმა არ ისურვა დღევანდელი თამაშის ირგვლივ კომენტარის გაკეთება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.