» » Bild: ხედირას რჩევა "ბაიერნის" ხელმძღვანელობას

Bild: ხედირას რჩევა "ბაიერნის" ხელმძღვანელობას

2-10-2017, 10:19 -ss- სიახლეები 3

Bild:  ხედირას რჩევა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი სამი ხედირა, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ურჩევს, კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტომას ტუხელი დანიშნოს. ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტრევიუში, 30 წლის ფეხბურთელმა ზემოხსენებული სპეციალისტი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ტომას ტუხელი საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიით, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა მიუნხენური კლბისათვის.

"ტომას ტუხელს ადრეული ასაკიდან ვიცნობ. იგი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელიც არაჩვეულებრივად ერკვევა ფეხბურთში. მისი საფეხბურთო ფილოსოფია, სრულიად შეესაბამება მიუნხენის "ბაიერნს"-აღნიშნა სამი ხედირამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ასევე დააფიქსირა, "რეკორდმაისტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა. "ის ფაქტი, რომ ტომას ტუხელს დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან პრობლემები ჰქონდა, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მას მსგავსი პრობლემები "ბავარიაშიც" ექნება"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.

შეგახსნებეთ, სულ რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ, დაკავებული თანამდებობიდან კლუბის იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა. დროებით, "ბავარიელთა" თავკაცის ფუნქციებს, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი ითავსებს.
1
0

dachi8 (2 ოქტომბერი 2017 13:45)

-ss-,
აჰა, გასაგებია. საიდან იცნობს პირადად ეგაა საინტერესო ab
ტუხელი არაა ცუდი. შეტევაზეა ორიენტირებული და შრომისმოყვარე მწვრთნელია. მარტო ერთი რამ მაწუხებს, რაც იწერება, რომ ფეხბურთელებთანაც ჰქონდა პრობლემებიო. ჰუმელსეზ იწერება არ ჰქონდათ დალაგებული ურთიერთობებიო და ცოტა სახიფათოა ბაიერნში ასეთი პრობლემური მწვრთნელის დანიშვნა, მაგრამ სხვაც რომ არავინაა თავისუფალი ეგაა პრობლემა.

ნაგელსმანი ძალიან ადრეა, ეგ ტუხელზე სარისკოა რომ დაინიშნოს. ჰოფენჰაიმი არაა ბაიერნი და სრულიად სხვა რამის მოფიქრება მოუწევს. კარლოს დარჩენის აზრს საერთოდ ვერ ვხედავდი, იგივეა სანიოლმა გაწვრთნას შეიძლება უკეთესიც.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მწვრთნელზე ხელმძღვანელობამ, ალბათ ასე იქნება საჭირო.

ჰაინკესზეც არავი იფიქრებდა რომ ასე აამუშავებდა გუნდს.
0

-ss- (2 ოქტომბერი 2017 13:33)

dachi8,
არაა. ეხლა ვნახე ვიკიპედიაში ოფინგენი, შტუტგარტი და რეალია მითითებული.
0

dachi8 (2 ოქტომბერი 2017 13:25)

ხედირა მაინცში თამაშობდა? კი აღარ მახსოვს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.