» » ბავარიელები თვითკრიტიკულები არიან

ბავარიელები თვითკრიტიკულები არიან

2-10-2017, 22:43 dachi8 მიმოხილვა 0

ბავარიელები თვითკრიტიკულები არიან
გაცბუნება და გაბრაზება მეფობდა „ბავარიელთა“ რიგებში, ბერლინში 2:2 ანგარიშის შემდეგ. როგორც წინა ტურში „ბავარიელებმა“ კვლავ გაუშვეს ხელიდან 2 ბურთიანი უპირატესობა. „ჩვენ არ გვიჩვენებია ის თამაში, რომელიც დავგეგმეთ. ეს, რასაკვირველია, იმედს გვიცრუებს“, - განაცხადა თომას მიულერმა.

დასაწყისი კი ძალიან კარგი იყო. ძლიერი სტარტით მე-10 წუთზე მათს ჰუმელსმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. „შემდეგ ჩვენ მატჩს ვაკონტროლებდით და გაცილებით ადრე შეგვეძლო მე-2 ბურთის გატანა“, - გააანალიზა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა. მე-2 ტაიმის დასაწყისში (49) რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 2:0 გახადა და ისე ჩანდა თითქოს თავი ქუდში ჰქონდათ ბავარიელებს.

მეტად ბევრი შეცდომები

„ჩვენ თამაშის სადავეები გავუშვით ხელიდან. ასეთი გუნდით, როგორიც ჩვენ გვყავს, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს“, - გააგრძელა სალიხამიჯიჩმა. იმის მაგივრად, რომ თამაში დაეწყნარებინათ, მიუნხენელებმა რამოდენიმე წუთის განმავლობაში თავის კარში 2 ბურთი მიიღეს. 51-ე წუთზე ონდრეიუ დუდეს მხოლოდ ბურთის კარში შეტანა დაჭირდა ხარაგუჩის პასის შემდეგ.

„ეს მთელი დაცვითი ხაზის შეცდომა იყო. ასეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ჰუმელსმა. რამოდენიმე წუთის შემდეგ სალომონ კალუმ (56) ანგარიში გაათანაბრა - კვლავ საუკეთესოდ არ უთამაშია „ბავარიის“ დაცვას. საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ თავდამსხმელი ერთი ერთზე აღმოჩნდა სვენ ულრაიხთან და მშვიდად შეასრულა მომენტი ბოლომდე - 2:2.

ნაკრების მატჩების პაუზის გამოყენება

„საქმე კონცენტრაციაშია. ჩვენ უფრო მეტად დისციპლინირებულად უნდა ვითამაშოთ 90 წუთის განმავლობაში“, - განაცხადა ვილი სანიოლმა. დარჩენილ დროში „ბავარიელები“ უკვე ვეღარ ჩაერთვნენ თამაშში და ვეღარ შეძლეს სახიფათო მომენტების შექმნა მეტოქის კართან. „ჩვენ ძალიან ცოტა ვაჩვენეთ, მე-2 ტაიმში ცოტა რამ თუ გამოგვდიოდა“, - იძახის იოშუა კიმიხი. ამ ყველაფერთან ერთად ფრანკ რიბერიმ ტრავმა მიიღო. დიაგნოზი ორშაბათს დაუსვეს - მუხლის მყესების გაწყვეტა. სავარაუდოდ სულ მცირე ფრანგ ვინგერს 8-10 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ფინალური სასტვენის შემდეგ, მიუნხენელები თავის გასამართლებელ სიტყვებს არ ეძებდნენ. „ჩვენ ფეხბურთელები ვართ, ყველაფერი სერიოზულად უნდა გავაანალიზოთ“, - განაცხადა მიულერმა. „ძალიან მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და კვლავ დავალაგოთ გუნდური თამაში“, - დააყოლა კიმიხმა. ახლა კი დრო დადგა ნაკრებში გასამგზავრებლად.

ამ პაუზის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს დრო ექნებათ, იმისათვის, რომ სწორი პასუხები იპოვონ. „ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გარემოს შევიცვლით, შემდეგ კი დავუბრუნდებით ნორმალურ ვარჯიშებს. შეცდომების გამოსწორების სამუშაოებს ჩავატარებთ“, - დაასრულა ჰუმელსმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.