» » რობენი ჭორებს გამოეხმაურა

რობენი ჭორებს გამოეხმაურა

3-10-2017, 21:19 dachi8 სიახლეები 0

რობენი ჭორებს გამოეხმაურა
“ბავარიის“ ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი პრესაში გავრცელებულ ჭორებს უარყოფს, სადაც ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გაკრიტიკებული იქნა ჰოლანდიელის მიერ.

პრესის ინფორმაციით, რომელიც ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოშვება Kicker-ს ეყრდნობოდა, არიენ რობენმა კარლო ანჩელოტის „ბავარიიდან“ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მის შვილებს ახალგაზრდულ გუნდში უფრო უკეთ ავარჯიშებდნენ, ვიდრე ამას ანჩელოტი აკეთებდა.

„ეს სრული სისულელეა. მე არასოდეს არ გავაკრიტიკებდი ფეხბურთელებს ან მწვრთნელს, რომლებიც უკვე გუნდში აღარ არიან“, - ციტირებს რობენის სიტყვებს Telegraaf-ი.

ანჩელოტი გათავისუფლებული იქნა გერმანული გრანდის ხელმძღვანელობის მიერ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი მატჩის შემდეგ (პსჟ - ბავარია). რის შემდეგაც მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა თავის წინააღმდეგ 5 ფეხბურთელი განაწყო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.