» » ანჩელოტი: "უკეთესია გავჩუმდე და ვიფიქრო"

ანჩელოტი: "უკეთესია გავჩუმდე და ვიფიქრო"

3-10-2017, 21:32 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი:
ბავარიის ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გრძელვადიან შვებულებას გეგმავს, აცხადებს, რომ მიუნხენურ გრანდში მას ბევრი მტერი ჰყავდა.

„ყველანი იძახდნენ, რომ მე არ ვიცი როგორ გავწვრთნა და ვავარჯიშო, რომ მე ზედმეტად რბილი ვარ, რომ მომზადება ცუდია. მათ შეუძლიათ ყველაფერი თქვან, რაც კი სურთ. მე იტალიელი მწვრთნელი ვარ და დუმილი ჩემი ზნეობრიობაა. ასე, რომ უკეთესია გავჩუმდე და ვიფიქრო“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს L’Equipe, Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით.

საინტერესო ვარაუდი გამოთქვა, „ბავარიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ანჩელოტისთან დაკავშირებით:

გერმანელი სრულიად შესაძლებლად თვლის, რომ ძირითადი შემადგენლობის არჩევისას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში პსჟ-თან (0:3) ანჩელოტი შეგნებულად ცდილობდა თავისი გათავისუფლების პროვოცირებას.

კარლო ანჩელოტიმ „ბავარია“ 2016 წლის ზაფხულიდან ჩაიბარა. იტალიელის თაოსნობით მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიგეს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.