» » 13 ბავარიელი ნაკრების განკარგულებაში გაემგზავრა

13 ბავარიელი ნაკრების განკარგულებაში გაემგზავრა

3-10-2017, 22:38 dachi8 სიახლეები 1

13 ბავარიელი ნაკრების განკარგულებაში გაემგზავრა
მომდევნო დღეებში ზებენერშტრასეზე ხალვათობა იქნება. 13 „ბავარიელი“ ნაციონალურ გუნდებში გაემგზვარნენ. უმეტესობა „ბავარიელს“ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს. fcbayern.com -ი მოახლოებულ ორთაბრძოლებს განიხილავს.

ევროპაში პირდაპირ მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ის გუნდები გავლენ, რომლებიც ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ. საუკეთესო მე-2 ადგილოსნებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის კი ბრძოლა მოუწევთ. საუკეთესო მაჩვენებელი გერმანიის ნაკრებს აქვს, რომელსაც დიდი შანსი აქვს კვალიფიკაცია 100 პროცენტიანი შედეგით დაასრულოს.

გერმანიისათვის საკმარისი მხოლოდ 1 ქულაა

იოაჰიმ ლიოვის გუნდს ჯერ არც ერთი ქულა არ აქვს დაკარგული და ჯგუფ C-ში 5 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩდილოეთ ირლანდიასთან. თეთრ-მწვანეებთან შეხვედრაში (5 ოქტომბერს, ბელფასტში) ფრეს დაფიქსირება საკმარისი იქნება გერმანიის ნაკრებისათვის, რომ ჯგუფში გამარჯვებული გახდეს. „ბავარიიდან“ ნაკრებში გამოძახებული იქნენ: თომას მიულერი, მათს ჰუმელსი, იოშუა კიმიხი, ჟერომ ბოატენგი, სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე. საკვალიფიკაციოს დამამთავრებელ მატჩში გერმანელები 8 ოქტომბერს, კაიზერსლაუტერნში აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ტიაგო ალკანტარას და ესპანეთის ნაკრებს G ჯგუფში 3 ქულის აღება სჭირდებათ დარჩენილ 2 მატჩში. ამ მომენტისათვის ესპანელები ჯგუფში 3 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ იტალიის ნაკრებს. წინ ესპანელებს ალბანეთთან (6 ოქტომბერი) და ისრაელთან (9 ოქტომბერი) მატჩები ელოდებათ.


ყველაფერი ან არაფერი რობერტ ლევანდოვსკისთვის

რობერტ ლევანდოვსკი და პოლონეთის ნაკტრები ჯგუფ E-ში ლიდერობენ, თუმცა მონტენეგროსა და დანიისაგან მათ სულ რაღაც 3 ქულა აშორებთ. ამიტომ მოახლოებულ მატჩებში - სომხეთთან (5 ოქტომბერი) პოლონელებს აუცილებლად ჭირდებათ 3 ქულის აღება, მანამდე სანამ ისინი ვარშავაში მონტენეგროს დაუპირისპირდებიან (8 ოქტომბერს). 2 მარცხის შემთხვევაში, პოლონეთმა შესაძლოა მე-3 ადგილზე გადაინაცვლოს და ამგვარად მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშოს.

ჯგუფ A-ში პირველი ადგილისათვის 3 „ბავარიელი“ იბრძოლებს 2 სხვადასხვა ქვეყნიდან. საუკეთესო მდგომარეობა მაინც კინგსლი კომანსა და კორენტენ ტოლისოს გააჩნიათ, რომლებიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ამ მომენტისათვის 1-ელ ადგილს იკავებენ (17 ქულა). 7 ოქტომბერს საფრანგეთი სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 10 ოქტომბერს პარიზში ბელორუსიის ნაკრებს შეხვდება. ამ მატჩებში საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი უპირატესობა დაიცვას შვეციის ნაკრებთან მიმართებაში, რომლებსაც 16 ქულა აქვთ დაგროვებული. ამავე დროს არიენ რობენი ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად (13 ქულა) შეეცდება ბელორუსიისა (7 ოქტომბერს) და შვეციის ნაკრები (10 ოქტომბერს) დაამარცხოს, რათა თუნდაც ფლეი-ოფებში გავიდნენ.

ხამეს როდრიგესს კარგი შანსები აქვს - ვიდალი შესაძლოა დამარცხდეს

ხამესი კოლუმბიის ნაკრებთან ერთად (26 ქულა) ამ მომენტისათვის მე-3 ადგილს იკავებს სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციოზე და ამგვარად კარგი შანსები აქვს რუსეთში გასამგზავრებლად. თუმცა, უახლოეს კონკურენტებს პერუს (24) ჩილეს (23) და პარაგვაის (21) ჯერ კიდევ აქვთ იმედი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. პირველი 4 გუნდი პირდაპირ გაემგზავრება რუსეთში, ხოლო მე-5 გუნდი ფლეი-ოფებში იბრძოლებს ახალ ზელანდიასთან ერთად. ხამესს და კომპანიას წინ პარაგვაისთან მატჩი ელოდება (6 ოქტომბერს) და პერუსთან (11 ოქტომბერს).

ჩილეს ნაკრებს, რომლებიც ამ მომენტისათვის მე-6 ადგილზე არიან განთავსებულნი, აუცილებლად ჭირდებათ 2 მოგება და ამასთან ერთად კონკურენტების მარცხის იმედზე უნდა იყვნენ. 6 ოქტომბერს არტურო ვიდალი სახლში ეკვადორის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 11 ოქტომბერს გასვლაზე ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება, რომლებმაც უკვე გაინაღდეს რუსეთის საგზური.
1
0

-ss- (4 ოქტომბერი 2017 10:01)

იმედია ჯანმრთელები დაბრუნდებიან worthy
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.