» » Bild: ზამერი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს

Bild: ზამერი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს

4-10-2017, 10:45 -ss- სიახლეები 0

Bild: ზამერი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი სპორტული დირექტორი მატიას ზამერი, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბუნდესლიგის დონე, სხვა წამყვან ევროპულ საფეხბურთო ჩემპიონატებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაკნინებულია. 50 წლის სპეციალისტის განცხადებით, გერმანული საფეხბურთო კლუბები, მიუხედავად სოლიდური ფინანსური შესაძლებლობებისა, ვერ დემონსტრირებენ შესატყვის ფეხბურთს და სხვადასხვა ტურნირებზე ასპარეზობისას, ადეკვატურ კონკურენციას ვერ უწევენ მეტოქე გუნდებს.

"ჩვენი კლუბები, "ვეროპის ლიგაზე" მარცხს განიცდიან ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც გაცილებით ნაკლებ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობენ. როგორი იქნებოდა გერმანული ფეხბურთი, საერთაშორისო არენაზე მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" გარეშე?! სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში, ბუნდესლიგის დონე არაადეკვატურია"-ციტირებს მატიას ზამერის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Bild-ი.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ევროპის ლიგის ეგიდით გამართული მატჩები "კატასტროფული" აღმოჩნდა გერმანული გუნდებისათვის. საფეხბურთო კლუბმა "ჰოფენჰაიმმა" მარცხი განიცადა "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, ანგარიშით 2-1. "კიოლნმა" მინიმალური სხვაობით დათმო შეხვედრა საკუთარ სტადიონზე, "სრვენა ზვეზდასთან", ხოლო ბერლინის "ჰერტა", გასვლით შეხვედრაში დამარცხდა შვედურ საფეხბურთო კლუბ "ოსტერსუნდსთან", ანგარიშით 1-0.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.