» » კრის ბრეიდი: ანჩელოტი "ბაიერნის" პოლიტიკით გაწბილებული იყო

კრის ბრეიდი: ანჩელოტი "ბაიერნის" პოლიტიკით გაწბილებული იყო

4-10-2017, 12:30 -ss- სიახლეები 1

კრის ბრეიდი: ანჩელოტი
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ბიოგრაფი კრის ბრეიდი, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტი იმედგაცრუებული იყო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით და მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს, იგი საკუთარ თავს "ბავარიაში" ვერ ხედავდა. კრის ბრეიდის განცხადებით, კარლო ანჩელოტი არსებული ფეხბურთელების რესურსით, მაღალი მიზნებისათვის საბრძოლველად უძლური იყო და მიუნხენური გრანდის წარუმატებელ ასპარეზობას, იგი კლუბის ხელმძღვანელობას აბრალებს.

"კარლომ იცოდა, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს ის "ბავარიაში" აღარ იქნებოდა. მას ეს ღიად არასდროს არ უთქვამს, თუმცა იგი ძალზედ გაწბილებული იყო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით. "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ მას მისცა ისეთი გუნდი, რომლითაც მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა არ შეიძლებოდა. ანჩელოტი პრაგმატული ადამიანია, ის ყოველთვის ცდილობს, არსებული რესურსით იბრძოლოს მაქსიმალური შედეგისათვის, თუმცა რიბერი უკვე 2 წელია რაც უსარგებლოა უმაღლესი საერთაშორისო ტურნირებისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არიენ რობენსაც, ყოველთვის სერიოზული პრობლემები ჰქონდა"-ციტირებს კრის ბრეიდის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

მას შემდეგ რაც "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ, დაკავებული თანამდებობიდან კარლო ანჩელოტი ვადაზე ადრე გაათავისუფლა, იტალიელი სპციალისტი დუმილს ინარჩუნებს და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე, ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებს. კარლო ანჩელოტის თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იგი დასვენებას აპირებს და აქტიურ სამწვრთნელო მუშაობას, სავარაუდოდ მომდევნო საფეხბურთო სეზონიდან შეუდგება.
1
0

dachi8 (4 ოქტომბერი 2017 14:25)

თუ იცოდა რომ წავიდოდა, თავის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე ეპატიჟებოდა ჟურნალისტებს და ყველას სეზოის ბოლოს? kricha

მართალია რობერი დაბერდა, მაგრამ მაგის ხელში იყო ყველაფერი. როდრიგესი რომ იყიდა მაგის მაგივრად ეყიდა ვინგერი თუ ასე საჭიროებდა ფლანგებს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.