» » პრესა იუწყება, რომ ტუხელი ბავარიაში - ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია!

პრესა იუწყება, რომ ტუხელი ბავარიაში - ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია!

4-10-2017, 21:15 dachi8 სიახლეები 2

პრესა იუწყება, რომ ტუხელი ბავარიაში - ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია!
“ბავარია აღარ იქნება გერმანიის უძლიერესი გუნდი, თუ კონცენტრაციის გარეშე ვითამაშებთ“, - განაცხადა ვილი სანიოლმა ბუნდესლიგის მატჩის შემდეგ ჰერტასთან (2:2).
ანჩელოტი თანამდებობიდან გათავისუფლებულია და პრესის ინფორმაციით ეჭვს გარეშეა, რომ ტუხელი ახლო მომავალში „ბავარიას“ ჩაიბარებს. ჭორებზე დაყრდნობით ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებებმა წარუმატებლად ჩაიარა და ახლა მხოლოდ მოვლენების განვითარების ერთი ვარიანტიღა რჩება.

ცოტას თუ ეეჭვება მისი სამწვრთნელო კომპეტენციების, მაგრამ ბევრს აცბუნებს მისი ადამიანური თვისებები, რის გამოც მისი სავარძელი როგორც „მაინცში“, ისევე „ბორუსიაში“ შეირყა და მაინც მოდით გავერკვეთ, ტომას ტუხელი ბავარიაში, ეს კარგი მოვლენაა თუ ცუდი...

რამოდენიმე დღის წინ ტომას ტუხელმა უარი უთხრა „ვესტ ჰემს“ და სწორადაც მოიქცა: არ აღიარებულმა გენიოსმა დაიმსახურა უკეთესი სამსახური. მან დორტმუნდის ბორუსიისთვის გერმანიის თასი მოიგო და სუპერსანახაობრივი წარმოდგენა დახატა, შედეგად კი ხელმძღვანელობასთან უთანხმობის გამო უმუშევარი დარჩა.

„ბავარიისთვის“ ეს იდეალური ვარიანტია: ტუხელი ზემოტივირებულია, ნიჭიერი და მუშაობის მოყვარული. ის თავის სამუშაოს ასისტენტებს არ გადააბარებს და საჭიროების დროს, გერმანულად, კლოპის სტილში, ხისტი ლაპარაკიც შეუძლია. თუ ბავარიის ბოსები ტუხელს იმის ნახევარ ავანსს მაინც მისცემენ, რამდენიც მათ კარლო ანჩელოტის მისცეს, მაშინ მწვრთნელის პრობლემა რამოდენიმე წლის მანძილზე გადაწყვეტილი ექნებათ.

ექსპერტების უმეტესობა დადებითად ეხმაურებიან ტუხელის კომპეტენციებს, მაგრამ მის წინააღმდეგ მისივე საკუთარი რეპუტაცია მოქმედებს. მეტად პირდაპირი, მეტად ხისტი, მეტად კაპრიზული.... დორტმუნდში ის გენერალურ დირექტორთან ჰანს-იოაჰიმ ვაცკესთან კონფლიქტში შევიდა და მიუხედავად სპორტული წარმატებებისა, საბოლოოდ კლუბი დატოვა. ცნობილია, რომ ვაცკე და რუმენიგე მჭიდრო პროფესიონალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დორტმუნდში ტუხელს ვინმე რეკომენდაციას გაუწევდა.

ამის გარდა, ტუხელი კონფლიქტებისკენაა მიდრეკილი თავისი გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან . 2015/16 წლის სეზონში მან სახალხოდ გააკრიტიკა მათს ჰუმელსი წაგებული გერმანიის თასის ფინალის შემდეგ. გუნდში დაძაბულმა მიკროკლიმატმა, მათს ჰუმელსს საბოლოოდ გადააწყვეტინა კლუბის დატოვება და ბავარიაში გადასვლა. გაუხარდება თუ არა გერმანელ მცველს ძველ ნაცნობთან შეხვედრა? არავინ იცის სინამდვილეში. სრულიად შესაძლებელია, ტუხელი (როგორც ჰუმელსი) ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ გააჩნია.

არ აქვს ბავარიული წარსული
რადგანაც ბავარიის პრეზიდენტი კვლავ ული ჰიონეხი გახდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ პირველ ადგილზე ნებისმიერ საკითხში - იდენტურობა დგას. ის გამოცდილ თანამგზავრებს ენდობა, რომლებმაც უკვე რაღაც გააკეთეს კლუბისთვის. ასე მიიღო ადგილი სანიოლმა კლუბში, ჰერმან გერლანდი კი დაწინაურდა და ახალგაზრდული ცენტრის სათავეში მოექცა. თუ ბავარიაში რაიმე ვაკანსია ცხადდება, ჰიონესი პირველ რიგში ისეთ პერსონებზე ფიქრობს, როგორებიც მარკ ვან ბომელია, მეჰმეტ შოლი ან ოლივერ კანია.

ტუხელს კი მიუნხენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის კომპენსირებაში მას მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარება სანიოლთან და სალიხამიჯიჩთან.

შედეგად რა იქნება

უცნაური იქნებოდა, თუ მიუნხენში ახალი მწვრთნელის ძებნაში ტომას ტუხელზე არ დაფიქრდებოდნენ. ის თავისუფალია, მზადაა ახალი გამოწვევებისათვის და სავარაუდოდ, შექმნილ სიტუაციაში ოპტიმალურ ვარიანტად გვევლინება. მისი უპირატესობები კი მის ნაკლს აჭარბებს. შეძლებს კი ის ბავარიელების ხელმძღვანელობის დარწმუნებას იმაში, რომ ის საუკეთესოა, რაც შეემთხვა ბავარიას, მინიმუმ ამ სეზონში - ამას დრო გვიჩვენებს. ნაკლებად სავარაუდოა, ის რომ მიუნხენში არ ჰქონდეთ იმის სურვილი, რომ ფეხბურთი ტუხელის ვერსიით იხილონ.
1
0

muller13 (4 ოქტომბერი 2017 21:39)

Tuxeli 100%
0

dachi8 (4 ოქტომბერი 2017 21:38)

ჰუმელსმა თქვა, ხელმძღვანელობა მე შემეკითხა ტუხელზეო და ნამდვილად არვიცი ტუხელი კარგი ვარიანტია თუ არაო think
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.