» » ჰუმელსი კლოპის ბავარიაში შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა

ჰუმელსი კლოპის ბავარიაში შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა

4-10-2017, 23:07 dachi8 სიახლეები 1

ჰუმელსი კლოპის ბავარიაში შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა
“ბავარიის“ გერმანელმა მცველმა მათს ჰუმელსმა, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის „ბავარიაში“ შესაძლო მოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იურგენ კლოპს, 7 წლის განმავლობაში ერთად მუშაობის გამო, როდესაც მე ის მწვრთნიდა „ბორუსიაში“. ძალიან ბედნიერი ვიყავი როდესაც ამ სეზონში მისმა გუნდმა კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ახლა მათ ცოტა მოუკლეს. თუმცა კლოპი და მისი გუნდი ამ სიტუაციიდან გამოვლენ, ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა, მაგრამ არც თუ ისე კარგად, როგორიც სასურველია რომ იყოს“.

„ბავარიაში ჩემთან ახალ მწვრთნელზე საუბრობდნენ და მკითხეს რაღაც-რაღაცეები. მე კი ჩემი აზრი დავაფიქსირე. მაგრამ მე არ ვიცი, არის კი კლოპი ამ სამუშაოსთვის ყველაზე უფრო მოსალოდნელი კანდიდატი. წარმოდგენა არ მაქვს. საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ რა მოხდება“, - ციტირებს ჰუმელსის სტყვებს Sky Sports.

29 სექტემბერს "ბავარიის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ, ძირითადად პრესაში სამი შესაძლო კანდიდატი სახელდება ვაკანტურ თანამდებობაზე: ლუის ენრიკე (ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი, ამჟამად თავისუფალი აგენტი), ტომას ტუხელი (ბორუსიის ყოფილი მწვრთნელი, ამჟამად თავისუფალი აგენტი) და ლუი ვან გაალი (ბავარიისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი, ამჟამად თავისუფალი აგენტი). როგორც ხელმძღვანელობის მხრიდან დაანონსდა, სანაკრებო პაუზის შემდგომ გუნდს საშინაო მატჩში ფრაიბურგთან ახალი მწვრთნელი გამოიყვანს. 14 ოქტომბრამდე სულ ცოტა დრო რჩება, არჩევანი კი შექმნილ ვითარებაში როგორც ჩანს, ამ სამ თავისუფალ აგენტს შორის უნდა გაკეთდეს.



0
0

dachi8 (4 ოქტომბერი 2017 23:37)

არადა, Sky Sports-ზე სხვანაირად წერია ეს ინფორმაცია. ტუხელზე შემეკითხნენო იძახის ჰუმელსი და არვიცი რამდენად ხელსაყრელი მწვრთნელიაო. მე ჩემი აზრი დავაფიქსირეო. championat.com-მა სხვანაირად გადათარგმნა თუ სხვა გამოცემიდან აიღო ინფორმაცია ვინ იცის.... think

ჰუმელსი კარგს არაფერს იტყოდა ტუხელზე ისე que
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.