» » მანუელ ნოიერი, როგორც ბრენდი. კაპიტანი ახალი პრემიის ლაურეატია

მანუელ ნოიერი, როგორც ბრენდი. კაპიტანი ახალი პრემიის ლაურეატია

4-10-2017, 23:21 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 1

მანუელ ნოიერი, როგორც ბრენდი. კაპიტანი ახალი პრემიის ლაურეატია
„ბავარიის“ გოლკიპერი, მანუელ ნოიერი მორიგი ჯილდოთი დასაჩუქრდა! ჩვენი კაპიტანი BrandLaureate Award-ის პრემიის ლაურეატი გახდა "The Asia Pacific Brands Foundation" (APBF) ფონდის მხარდაჭერით.

ამ პრემიით ცალკეული პიროვნებები და ორგანიზაციები ჯილდოვდებიან, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ბრენდის განვითარებაში. მსოფლიოში პირველი ფონდის - ბრენდების განვითარების ხელმძღვანელების აზრით (ფონდი 2005 წელს ჩამოყალიბდა), ბრენდი ეს არა მხოლოდ პროდუქციაა, არამედ პიროვნებაც.

„ასეთი გამოჩენილი ბრენდი, როგორიც მანუელ ნოიერია მრავალი ადამიანისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს“ - განაცხადეს ფონდის ხელმძღვანელებმა.

ამგვარად, მანუელ ნოიერი ისეთი გამოჩენილი სპორტსმენების გვერდით დადგა, როგორებიც მიხაელ შუმახერი, კობე ბრაიანტი, მოჰამედ ალი და კრიშტიანუ რონალდუა, რომლებსაც ასევე მიღებული აქვთ აღნიშნული ჯილდო.
0
0

dachi8 (4 ოქტომბერი 2017 23:26)

მანუ, მანუუუუ danke germany xlop
ვააა, მაგარია, თბილისში გავხსნათ რამე ახალი ბრენდის kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.