» » ლიოვი: "ბუნდესლიგა ეს - ალფა და ომეგა არაა"

ლიოვი: "ბუნდესლიგა ეს - ალფა და ომეგა არაა"

5-10-2017, 00:16 dachi8 ინტერვიუ 0

ლიოვი:
გერმანიის მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გერმანული კლუბების გამოსვლას აფასებს ევროთასებზე და ნაკრების პერსპექტივებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რუსეთში.
6-ვე გერმანულმა კლუბმა ევროთასებზე მარცხი განიცადა წინა კვირაში. ამ ევროსეზონში ჩატარებულ 12 მატჩში მათ მხოლოდ 1 მოგება აქვთ (ბავარია - ანდერლეხტი, 3:0).

“ვიმედოვნებ, გერმანული კლუბების სუსტი გამოსვლები ევროპაში - მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი ისტორიაა, მაგრამ ეს შეშფოთებას იწვევს. ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, წარმოადგენს თუ არა ეს საერთო ტენდენციას. „ბავარიას“ და დორტმუნდს ყველა შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე შორს გავიდეს, იგივე ეხება გუნდებს, რომლებიც ევროპის ლიგაზე გამოდიან. მაგრამ უკვე რამოდენიმე ხანია, ჩვენ, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვფიქრობთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სიტუაცია ბუნდესლიგაში. არასწორია ბუნდესლიგა ცამდე ავიყვანოთ და ვიძახოთ, რომ მხოლოდ ბუნდესლიგაში გამოყავთ საუკეთესო ტალანტები. ადამიანები, რომლებიც ასე თვლიან, დაბლა დაეშვნენ მიწაზე, ევროთასებზე წაგებული მატჩების შემდეგ. ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ".

"ჩვენ ეს სკაუტებისგან ვიცით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაშვებულნი, მათ შორის სამხრეთ ამერიკაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ტალანტები მთელს მსოფლიოშია და ბუნდესლიგა ეს - ალფა და ომეგა არაა. ვფიქრობ, იურგენ კლინსმანი მართალია: მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის დაცვა რუსეთში ყველაზე რთული ამოცანა იქნება. იგივე დონისა და ენთუზიაზმის შენარჩუნება ჩვენს ფეხბურთელებში მეტისმეტად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები დაგვეწივნენ და გამოჩენილი ფეხბურთელები ყავთ თავიანთ რიგებში".

"რაც შეეხება ნაკრებიდან წასვლას, მე ამის შესახებ არ ვფიქრობ. მომწონს, ცხოვრება როგორც მიდის და კონტრაქტი მაქვს რამოდენიმე წლიანი. მაგრამ იმის წარმოდგენაც შემიძლია, რომ ერთხელაც კლუბს ჩავუდგები სათავეში. მომწონს ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე ყოფნა და მათთან მუშაობა“, - იძახის ლიოვი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.