» » Bild: იუპ ჰაინკესი მეოთხედ ბაიერნის მწვრთნელი ხდება

Bild: იუპ ჰაინკესი მეოთხედ ბაიერნის მწვრთნელი ხდება

5-10-2017, 02:32 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 2

Bild: იუპ ჰაინკესი მეოთხედ ბაიერნის მწვრთნელი ხდება
ეს საფეხბურთო სენსაციაა! „ბავარია“ ლეგენდარულ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს იბრუნებს. გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც 2013 წელს ტრიუმფით დაასრულა სამწვრთნელო კარიერა და პენსიაზე იმყოფება, სეზონის ბოლომდე კვლავ თავის გუნდს იბრუნებს.

ასეთ შემოტრიალებას არავინ არ ელოდა?

იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ული ჰიონესმა განაცხადეს, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ გუნდში, რომელსაც 7 მატჩი აქვს ბუნდესლიგაში ჩატარებული, უცხო პირს არ მოიყვანდნენ მწვრთნელად.

ამიტომაც იქნა მიღებული ტომას ტუხელის წინააღმდეგ გადაწყვეტილება. ხოლო, იულიან ნაგელსმანს „ჰოფენჰაიმიდან“ ნებისმიერ შემთხვევაში არ გამოუშვებდნენ.

როდესაც „ბავარიამ“ 4 წლის წინ თავისი მომავალი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დააანონსა, იუპ ჰაინკესმა გადაწყვიტა კარიერა დაესრულებინა. ვერც ერთმა საფეხბურთო სამუშაომ ვერ შეძლო იუპის გამოყვანა თავისი უზარმაზარი სახლიდან, რომელიც გლადბახსა და ჰოლანდიის საზღვართან იმყოფება, მანამდე სანამ ბავარიელებმა არ დაურეკეს...

მათ უკვე 2-ჯერ დაიბრუნეს ჰაინკესი გადამრჩენელის რანგში. ახლო წარსულში, როდესაც ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იყო დათხოვნილი ბავარიიდან. 2013 წელს კი იუპ ჰაინკესმა იდეალურად დაასრულა ისტორიული პროფესიონალური კარიერა.

ახლა კი ის ბრუნდება, - ნათქვამია Bild-ის სტატიაში.
1
0

Mishka (5 ოქტომბერი 2017 11:15)

უკვე იმდენი გამოცემა და ინტენეტ-პორტალი წერს ამის შესახებ რო უეჭველი მალე გაოფიციალურდება. Uლი იმენა მგელკაცი ხარ ეს თუ შეასრულე და ეს კაცი დააბრუნე. haee rekordera
0

-ss- (5 ოქტომბერი 2017 08:20)

გახარებული "თენგოის" რეაქციები მაქვს ეხლა :D აუ ნეტავ სიმართლე იყოს რააა worthy worthy worthy
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.