» » Sky Germany: კრისტოფ მეტცელდერი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს

Sky Germany: კრისტოფ მეტცელდერი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს

5-10-2017, 09:34 -ss- სიახლეები 1

Sky Germany: კრისტოფ მეტცელდერი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკე 04"-ს ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ მეტცელდერი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sky Germany-ისთან მიცემულ ინტერვიუში, იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე, კლოპი უმთავრესი კანდიდატურაა.

"იურგენ კლოპი ტოპ-მწვრთნელია, რომელსაც აქვს გასაოცარი უნარი კლუბში არსებული მძიმე ურთიერთობები დაალაგოს. იულიან ნაგელსმანი, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად უკავშირებენ "ბავარიას" შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ "ბაიერნი" ეს "ჰოფენჰაიმი" არ არის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ იურგენ კლოპია მთავარი კანდიდატი ხსენებული თანამდებობისათვის"-აღნიშნა 36 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ხაზგასასმელი ფაქტია, რომ მოცემულ მომენტში, იურგენ კლოპი ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ. ხსენებულ გუნდსა და 50 წლის სპეციალისტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კი 2022 წლამდეა გათვალისწინებული, რაც მიუნხენური გრანდისა და იურგენ კლოპის შესაძლო თანამშრომლობას, მნიშვნელოვანად აფერხებს.
1
0

dachi8 (5 ოქტომბერი 2017 15:15)

ამათ რა ეშველებოდათ ბაიერნი რომ არ არსებობდეს. ვის დამომძღვრავდნენ და ვიზე ილაპარაკებდნენ ამდენს kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.