» » პეკერმანი: "არ მაკვირვებს ანჩელოტის წასვლა"

პეკერმანი: "არ მაკვირვებს ანჩელოტის წასვლა"

5-10-2017, 15:14 dachi8 ინტერვიუ 0

პეკერმანი:
კოლუმბიის მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი გაკვირვებული არ დარჩენილა კარლო ანჩელოტის „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდის ლიდერის ხამეს როდრიგესის მიუნხენური მომავალი საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.

- „მე არ მაკვირვებს ანჩელოტის წასვლა, რადგან ამ სეზონის დასაწყისში „ბავარიას“ პრობლემები ჰქონდა, - ციტირებს პეკერმანის სიტყვებს Goal. - იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელები კომფორტულად ვერ მუშაობდნენ. ჩვენ ვილაპარაკეთ ამის შესახებ ხამესთან და მას ვთხოვე, რომ დამშვიდებულიყო, რადგან ის შესანიშნავ კლუბში თამაშობს, იმის მიუხედავად, რომ იგი მოწვეული იქნა იმ მწვრთნელის მიერ, რომელთანაც ის „რეალშიც“ მუშაობდა. მაგრამ გუნდში ის თავისი შესაძლებლობების წყალობით იმყოფება. ვფიქრობ, რომ ანჩელოტის წასვლა ხამესისათვის არაფერს შეცვლის“.

როგორც პრესა იუწყება, კარლო ანჩელოტის გათავისუფლებამ სეზონის დასაწყისში, კლუბის ხელმძღვანელობა კვლავ ლეგენდარულ იუპ ჰაინკესთან მიიყვანა. 72 წლის გერმანელმა 2013 წელს ტრიუმფალურად დაასრულა პროფესიონალური კარიერა და ამჟამად დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება.

პრესის ინფორმაციით, იუპ ჰაინკესის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნა ოფციალურად დღეს უნდა დადასტურდეს. როგორც ნათქვამია, 72 წლის გერმანელი გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.