» » ჰაინკესმა კლუბის ინტერესი დაადასტურა

ჰაინკესმა კლუბის ინტერესი დაადასტურა

5-10-2017, 17:01 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესმა კლუბის ინტერესი დაადასტურა
გერმანელმა 72 წლის ლეგენდარულმა მწვრთნელმა პრესაში გავრცელებული ხმები დაადასტურა იმის შესახებ, რომ „ბავარიამ“ მას სეზონის ბოლომდე თანამშრომლობა შესთავაზა.

„ჯერ გარკვეული არაა არაფერი. თავიდან მე უნდა გავაანალიზო ყველაფერი. ოთხ ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბავარიიდან" წავედი. ფეხბურთი შეიცვალა. მთხოვეს გუნდი ჩავიბარო 2018 წლის ზაფხულამდე. ჩვენ ბევრი ასპექტი განვიხილეთ ერთად“, - იძახის იუპ ჰაინკესი.

მწვრთნელი არსებული საკითხის განსახილველად „ბავარიის“ ხელმძღვანელობას - კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ული ჰიონესსა და „ბავარიის“ სპორტულ დირექტორს ჰასან სალიხამიჯიჩს შეხვდა.

სჩანს, კლუბის ხელმძღვანელებს ზაფხულამდე გუნდის ჩაბარება საიმედო ხელში სურთ. ზაფხულში „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის პოტენციურ კანდიდატთა სიაში იურგენ კლოპი და იულიან ნაგელსმანი შედიან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.