» » ძველი გვარდია ბრუნდება?

ძველი გვარდია ბრუნდება?

5-10-2017, 18:50 dachi8 სიახლეები 0

ძველი გვარდია ბრუნდება?
სჩანს „ბავარიაში“ ძველი კეთილი დღეები ბრუნდება. ლეგენდარულ მწვრთნელთან ერთად კიდევ ერთი ნაცნობი სახე უბრუნდება სამწვრთნელო შტაბს.

პეტერ ჰერმანი კვლავინდებურად იმყოფება მე-2 ბუნდესლიგაში და დუსელდორფის „ფორტუნა“-ს მწვრთნელის ასისტენტად გვევლინება, სადაც ის წარმატებით მუშაობს ფრიდხელმ ფუნკელთან ერთად - „ფორტუნა“ 9 ტურის შემდეგ ბუნდესლიგა 2-ის სათავეშია მოქცეული.

გერმანული ინტერნეტ გამოცემა welt იუწყება, რომ იუპ ჰაინკესის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ჰერმანის დაბრუნებაა ძველ თანამდებობაზე. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, როდესაც „ბავარიამ“ ისტორიული ტრებლი მოიგო, გერმანელი სპეციალისტის იუპ ჰაინკესის ასისტენტად სწორედ ჰერმანი გვევლინებოდა.

შექმნილ ვითარებაში „ფორტუნას“ ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ სამშაბათს კრიზისული თათბირი დანიშნა. კლუბში არავის არ სურს ჰერმანის გაშვება, მაგრამ რადგან „ბავარია“ მზადაა სანაცვლოდ კლუბს შთამბეჭდავი თანხა შესთავაზოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბებმა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკონ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.