» » რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

5-10-2017, 23:30 LEV4NI სიახლეები 1

რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
მიუნხენის ბაიერნის შემტევი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“Lewy”-მ აღნიშნული წოდება დღეს სომხეთთან გამართული დაპირისპირების შემდეგ მიიღო სადაც მან ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა.

სომხეთში რობერტმა პოლონეთის ეროვნული ნაკრების მაისურით მისი 48-ე, 49-ე და 50-ე გოლები გაიტანა რითაც ვლოდჟიმირ ლობანსკის რეკორდი დაამხო, გეტყვით იმასაც რომ ეს უკანასკნელი თეთრ-წითლების ღირსებას საკმაოდ შორეულ წარსულში 1963-80 წლებში იცავდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა 48 გოლის გატანა მოახერხა.

რობერტმა კი ზემოთ ხსენებული რეკორდი ეროვნულ ნაკრებში 9 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაამხო, შეგახსენებთ რომ „ბობეკი“ პოლონეთის ნაციონალურ გუნდში პირველად 2008 წელს იქნა გამოძახებული.

ასე რომ, დღეს ადამ ნავალკას (პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) შეგირდებმა პრაქტიკულად გაინაღდეს 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი...

დღევანდელი ჰეთ-ტრიკი „ლევანგოლსკისთვის“ მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე 15-ე გამოდგა რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა აღნიშნული რეკორდი შეიძლება ძალიან მალევე მოიხსნას რადგან რობერტის უშუალო კონკურენტ კრიშტიანუ რონალდუს ამ დროისთვის 14 გოლი აქვს გატანილი, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს კი წინ კიდევ 2 შეხვედრა აქვს გასამართი.
0
0

dachi8 (6 ოქტომბერი 2017 15:06)

მაგარი საჯარიმო გაიტანა სომხებთან. მთელი გუნდი რატომ იდგა კარში მაინც ვერ გავიგე surprise
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.