» » კიმიხმა, რუდიმ და მიულერმა თავი გამოიჩინეს

კიმიხმა, რუდიმ და მიულერმა თავი გამოიჩინეს

6-10-2017, 15:27 dachi8 სიახლეები 0

კიმიხმა, რუდიმ და მიულერმა თავი გამოიჩინეს
5 „ბავარიელით“ გერმანიის ნაკრების შემადენლობამ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ანგარიშით 3:1 გამარჯვება მოიპოვა და 1 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა ჯგუფში, რითაც პირდაპირი საგზური მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მათს ჰუმელსმა და ჟერომ ბოატენგმა ცენტრალური მცველების დუეტი შეადგინეს, კიმიხი დაცვის მარჯვენა ფლანგზე განთავსდა, სებასტიან რუდიმ ცენტრალური ნახევარმცველის ადგილი დაიკავა, ხოლო თომას მიულერი შეტევაში მოქმედებდა. ნიკლას ზიულე სათადარიგო სკამზე დარჩა.

შესანიშნავი სტარტი რუდის წყალობით

გერმანიის ნაკრებს 1 ქულის აღებაც აკმაყოფილებდა, მაგრამ იოაჰიმ ლიოვის გუნდი ყოველთვის გამარჯვებაზე თამაშობს. მატჩის მე-2 წუთზე სებასტიან რუდიმ, კიმიხის გადაცემის შემდეგ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. რამოდენიმე წუთის შემდეგ სანდრო ვაგნერი, იმავე კიმიხის ჩაწოდების შემდეგ ვალდებული იყო ანგარიში გაეორმაგებინა, მაგრამ ახლო დისტანციიდან ბურთი პირდაპირ მეტოქის გოლკიპერს გაარტყა. მე-17 წუთზე „ჰოფენჰაიმის“ თავდასხმელმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 21-ე წუთზე მიულერის გადაცემის შემდეგ. საბოლოოდ ანგარიში 2:0 გახადა.

მომდევნო წუთებში მოქმედი ჩემპიონები საუკეთესო გუნდად რჩებოდნენ მოედანზე. პირველ ტაიმში მარკ ანდრე ტერ-შტეგენი თამაშში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო: 40-ე წუთზე გოლკიპერმა კორი ევანსის დარტყმული მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში (51.) მიულერს შესანიშნავი შანსი ჰქონდა გოლის გატანის, მაგრამ „ბავარიელის“ დარტყმული მაკგოვერნმა აიღო. 77-ე წუთზე კონორ ვაშინგტონმა ძელს გაარტყა, მაგრამ მთლიანობაში გერმანიის კართან ირლანდიას პრაქტიკულად მომენტები არ შეუქმნია. 86-ე წუთზე კიმიხმა ანგარიში უფრო მსხვილი გხადა 3:0. დამატებით დროში მაგენისმა (90+3) კუთხურის გათამაშების შემდგომ პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც უკვე აღარაფერზე აღარ იმოქმედებდა.

კვირას (22:45 სთ) გერმანიის ნაკრები კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის ნაკრებთან.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.