» » ოფიციალურად: იუპ ჰაინკესი ბაიერნს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის

ოფიციალურად: იუპ ჰაინკესი ბაიერნს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის

6-10-2017, 18:55 LawLeSS სიახლეები / მთავარი ამბები 2

ოფიციალურად: იუპ ჰაინკესი ბაიერნს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი ხდება, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობის შეთავაზებას ლეგენდარული მწვრთნელი იუპ ჰაინკესი დასთანხმდა და სამხრეთელ ვარსკვლავებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. მუშაობას კი 9 ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუდგება.

პეტერ ჰერმანი და ჰერმან გერლანდი იუპს ასისტენტობას გაუწევენ. შეგახსენებთ, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ პეტერ ჰერმანი მეორე ბუნდესლიგაში ფორტუნა დიუსელდორფის მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლოდ ჰერმან გერლანდს ბაიერნის კამპუსი ჰქონდა ჩაბარებული, თუმცა ორივე ზემოთხსენებული სეზონის ბოლომდე იუპ ჰაინკესს გაუწევენ ასისტენტობას.

„მიუნხენის ბაიერნსა და იუპ ჰაინკესს შორის დიდებული ნდობაა. საუბრებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ მე, ული ჰიონესი და ჰასან სალიჰამიჯიჩი ერთ აზრზე ვიყავით. ჩვენი წინადადების მიღებისთვის მინდა იუპს მადლობა ვუთხრა. ამ მომენტისთვის ჰაინკესი ბაიერნის იდეალური მწვრთნელია", - განაცხადა რეკორდმაისტერის თვითმმართველობის საბჭოს დირექტორმა.

„იუპ ჰაინკესი ადამიანური რესურსების მართვისა და ტაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იუპი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც გუნდს ძველ რელსებზე დააბრუნებს და ჩვენს მიერ დასახულს მიზნებს მიაღწევს", - განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

„მსოფლიოს არცერთ კლუბში აღარ დავბრუნდებოდი, თუმცა მიუნხენის ბაიერნი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეს კლუბი ჩემს გულთან ძალიან ახლოს დგას. მე და ჩემი სამწვრთნელო გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრებს წარმატებული ფეხბურთი დავუბრუნოთ. ამ გამოწვევას მოუთმენლად ველი", - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესი, ჰერმან გერლანდი და პეტერ ჰერმანი ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2013 წლის ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, როდესაც მიუნხენის ბაიერნმა ტრიპლეტი მოიგო. ჰაინკესმა გასული ორ-წლიანი მუშაობის პერიოდში ორჯერ მოახერხა ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვება და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.
2
0

-ss- (7 ოქტომბერი 2017 09:49)

სააღოოოლ, რასაც ქვია საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, იმედია სეზონის ბოლოს გაახანგრძლივებს იუპი lotebi
1

dachi8 (6 ოქტომბერი 2017 20:30)

haee haee ძალიან გამიხარდა..............

საუკეთესო გადაწყვეტილებაა, საღოლ ულის !!!!

თუმცა იუპს 8 თვე არ ეყოფა ამ დაშლილი გუნდის ასაწყობად, მაგრამ მაინც შექმნის ერთიანობას და ასეთი სითავხედეები აღარ იქნება ფეხბურთელების მხრიდან, ყველას მიუჩენს თავის ადგილს..
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.