» » ინტერვიუ მანუელ ნოიერთან

ინტერვიუ მანუელ ნოიერთან

8-10-2017, 01:11 dachi8 ინტერვიუ 0

ინტერვიუ მანუელ ნოიერთან
„ბავარიის“ გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენით სამუშაოებს გადის, ცოტაოდენი დრო გამონახა და ჟურნალისტისა და გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა:


- მანუ, როგორ გამოიყურენა ახლა შენი ყოველდღიურობა?

- „ახლა მე რეაბილიტაციის დასაწყისში ვიმყოფები, ამიტომ საკმაოდ პასიური სამუშაოების ჩატარება მიწევს. ძირითადად ფიზიოთერაპევტები მუშაობენ. უნდა დავიცადო, სანამ ნაკერებს მომხსნიან. შემდეგ ნორმალურად შემეძლება შხაპის მიღება, მაგრამ ძველებურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყო, რათა წყალი ნაოპერაციებ ადგილას არ მოხვდეს. შემდეგ შეხორცების პროცესი დაიწყება, რომელიც შეიძლება ნახევარ წლამდე გაგრძელდეს. ამ პროცესის მიმდინარეობისას ფიზიოთერაპევტები ფიზიკური მომზადების მწვრთნელს გადამცემენ, რომელთანაც მუშაობას გავაგრძელებ და ძალებს აღვიდგენ“.

- ყველა გულშემატკივარს აინტერესებს თუ როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია და როდისაა დაგეგმილი შენი დაბრუნება?

- „ამ მომენტისათვის ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩემი დაბრუნება იანვარში მოხდება. ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეხორცების პროცესზეა დამოკიდებული. რეაბილიტაცია ჯერ-ჯერობით ძალიან კარგად მიმდინარეობს, პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვთვლი, რომ საქმეები წინ მიდის“.

- რა არის შენი მოტივაცია ფორმის აკრეფის პროცესში?

- „მე ძალიან სულსწრაფი ადამიანი ვარ. მიყვარს თამაში და ყოველთვის მსურს, რომ მოედანზე გამოვიდე. მე გუნდის ლიდერი ვარ, კაპიტანი და ყველაზე კარგად შემიძლია გუნდს დავეხმარო, როდესაც მოედანზე გამოვდივარ. ეს არის ჩემი მიზანი და ყველაზე დიდი მოტივაცია“.


- როგორ გამოგდის მთელი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნება, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მეტოქე იშვიათად ურტყამს შენი კარის მიმართულებით?

- „მე სპორტსმენი ვარ, ხოლო სპორტის ნებისმიერ სახეობაში აუცილებელია კარგი საერთო ამტანობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნა და რაც უფრო უკეთესია ეს კონდიციები, მით უფრო ყურადღებით შემიძლია ვითამაშო დიდი ხნის განმავლობაში. ზოგჯერ ცოტა სამუშაო მიწევს თამაშის პირველ ტაიმში, მაგრამ შემდეგ დავუშვათ 70-ე წუთზე ჩემს კართან სახიფათო მომენტი დგება. ასეთ შემთხვევებში საკმაოდ რთულია მოქმედება, მაგრამ თუ მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნებას შეძლებ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაუზოგავმა შრომამ თავისი გაიტანა“.


- რაიმე რიტუალი თუ გაქვს მატჩის წინ? ჩვენ მაგალითად დავინახეთ, შენი კოლეგა რომან ბიურკი ბელბოის ან მსაჯს რომ ართმევს ბურთს და რამოდენიმეჯერ ბურთს ხელებით უჭერს. ამის მსგავს რამეს თუ აკეთებ?

- „კი, მეც ვაკეთებ მსგავსს, იმისათვის რომ თავდაჯერებით დავიმუხტო. განსაკუთრებით ეს იმ შემთხვევებში გეხმარება, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არ გჭერია ხელში ბურთი. მთლიანობაში არის რამოდენიმე ავტომატური მოქმედება, რომელთაც მე თითოეული მატჩის დაწყების წინ ვაკეთებ. მაგალითად: ავტობუსიდან მე პირველი გამოვდივარ და გასახდელში შევდივარ. შემდეგ ფიზიოთერაპევტი მათვალლიერებს, მამოწმებს ყველაფერი თუ რიგზე მაქვს. როგორც წესი, ველატრენაჟორზე ვხურდები, ხოლო შემდეგ მოედანზე 2-3 ვარჯიშს ვასრულებ. რაიმე განსაკუთრებული რიტუალი არ გამაჩნია“.


- ყველაზე რთული მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც მოგიწია თამაში?

- „რთულია თქმა, რადგან ჩემს წინააღმდეგ ძალიან ბევრ ძლიერ ფეხბურთელს უთამაშია. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურ მუშაობაში საკმაოდ მყავს სერიოზული მეტოქეები, რადგან ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. ვარჯიშების დროს ზოგჯერ გიწევს უმცირესობაში მოხვდე და ერთდროულად 2-3 ფეხბურთელს გაუწიო წინააღმდეგობა“.


- როგორია ეს იყო ბავარიის ნომერი პირველი?

- „მთლიანობაში ეს კარგი შეგრძნებაა. მე თავდაჯერებულობას ვგრძნობ და ამისათვის კლუბის მადლიერი ვარ. „ბავარიაში“ კარგი, პოზიტიური ატმოსფეროა. ჩვენ თავდაჯერებულ თამაშს ვაჩვენებთ, ვდომინირებთ მატჩებში და ამიტომ მოედანზე ყოველთვის ჩემს ძალებში დარწმუნებული გამოვდივარ“.


- რა შეგიძლია თქვა მე-3 გოლკიპერზე, კრისტიან ფრიუხტლზე?

- „ძალიან კარგი გოლკიპერია. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ჯერ-ჯერობით ის საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას მიტოვებს. ის საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩეს. მას წინ კარგი კარიერა ელოდება. ჩვენ ბევრს ვურთიერთობთ ერთმანეთში ვარჯიშებისას, ერთად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს ჩვენს მწვრთნელთან ერთად - ტონი ტაპალოვიჩთან, ანალიზს ვუკეთებთ ჩვენს ვარჯიშებს და ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ“.


- რა ენებზე შეგიძლია საუბარი?

- „პირველ რიგში, რა თქმა უნდა გერმანულად. ინგლისურად. სკოლაში ერთი წელი იტალიურს ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან მოწადინებული არ ვყოფილვარ“.


- რა პროფესიას დაეუფლებოდი, ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყავი?

- "მე ვერ შევძელი მე-13 კლასი დამემთავრებინა ვარჯიშების გამო და ამიტომ პირველ რიგში ვისურვებდი სკოლის დამთავრებას, შემდეგ კი სპორტულ სფეროში დარჩენას. შესაძლოა გამეგრძელებინა ამ მიმართულებით სწავლა“.


- სალამი, მანუელ! ჩემი შვილი 8 წლისაა, მისი სიმაღლე 1,36 მეტრია. ის შენი დიდი გულშემატკივარია და სურს, რომ იცოდეს, თუ არსებობს რაიმე მინიმალური სიმაღლის ზღვარი გოლკიპერისთვის?

- "ამ ასაკში ნამდვილად არა. საკმაოდ ძნელია რაიმე ზღვარი დააწესო, მაგრამ მე ვთვლი, რომ გოლკიპერის სიმაღლე მინიმუმ 1,80 მეტრი უნდა იყოს. მაგრამ ამ სიმაღლის შემთხვევაში აუცილებელია შეგეძლოს კარგად ხტომა, სწორად გადაადგილება საჯარიმო ზონაში. გაცილებით მაღალი გოლკიპერებისათვის ახტომის სიმძლავრე იმდენად კრიტიკული არაა“.


- რომელია შენი საყვარელი მუსიკოსი?

- "მე ნებისმიერ მიმდინარეობას ვუსმენ. ჰიპ-ჰოპი, ფრანგული მუსიკა, ესპანური, რომელსაც ხავი მარტინესი უსმენს ან ბრაზილიური რაფინიასგან“.


- საუკეთესო მომენტი შენს კარიერაში?

- "რთული კითხვაა. რა თქმა უნდა ეს „ბავარიასთან“ ერთად მოგებული „ტრებლია“. ის წელი „ბავარიისთვის“ და ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ ბევრი ტიტული მოვიპოვეთ, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ხოლო 1 წლის შემდეგ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონებიც გავხდით. ეს წარმოუდგენელი განცდა იყო! ეს ნამდვილად ჩემი საუკეთესო წლები იყო, ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განმეორდება“.


- რისი მიღწევა გსურს კიდევ შენს კარიერაში?

- "ბავარიასთან“ ერთად კვლავ 2013 წლის წარმატების გამეორება. ნაკრებთან ერთად ჩვენ მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება. ჯერ არავის არ დაუცვია მსოფლიო ჩემპიონების ტიტული. ჩვენთვის ეს ოცნებაა“.


- შენი მიზნები „ბავარიასთან“ ერთად ამ სეზონში?

- "ჩემი უპირველესი პირადი მიზანი - კვლავ მწყობრში ჩადგომაა. იოლი წელი არ მქონია და მსურს რაც შეიძლება მალე გუნდს კვლავ დავეხმარო. სასურველია, რომ ამ მომენტისათვის გუნდი ყველა ტურნირზე კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ჩვენ უკვე დავამყარეთ რეკორდი ჩემპიონატში ზედიზედ გამარჯვებებით. ჯერ კიდევ არავინ არ გამხდარა გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ 5-ჯერ და გვსურს ჩემპიონები მეექვესედაც გავხდეთ. დანარჩენ ტურნირებზე კი გვსურს ბოლომდე გავიდეთ“.


[video=]
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.