» » Rheinische Post : პეტერ ჰერმანი "ბავარიაში" დაბრუნდა

Rheinische Post : პეტერ ჰერმანი "ბავარიაში" დაბრუნდა

8-10-2017, 13:10 -ss- სიახლეები 0

Rheinische Post : პეტერ ჰერმანი
პეტერ ჰერმანთან დაკავშირებით, მიუნხენის "ბაიერნისა" და დიუსლედორფის "ფორტუნას" შორის გამართული მოლაპარაკებათა პროცესი, წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Rheinische Post-ი იტყობინება. ზემოხსენებული წყაროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მიუნხენური კლუბი კომპენსაციის სახით 2 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

"მოლაპარაკებათა პროცესი მიუნხენის "ბაიერნთან" სამართლიანი და კონსტრუქციული იყო. მიღწეული შედეგით, ყველა მხარე კმაყოფილია. ვწუხვარ იმის გამო, რომ პეტერ ჰერმანი ჩვენ გუნდს ტოვებს, მაგრამ პირადად მე მისი გადაწყვეტილების მესმის. მას თავისი მეგობარი, იუპ ჰაინკესი დაუკავშირდა, პეტერმაც მისი დახმარება გადაწყვიტა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა არ ვაპირებთ, მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები შევცვალოთ"-ციტირებს საფეხბურთო კლუბ "ფორტუნას" აღმასრულებელი დირექტორის, რობერტ შაფერის სიტყვებს, გამოცემა Rheinische Post-ი.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ, კლუბის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე ლეგენდარული იუპ ჰაინკესი მოიწვია. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მოთხოვნა კი გერმანულ გრანდში პეტერ ჰერმანის დაბრუნება იყო. 65 წლის სპეციალისტი, იუპ ჰაინკესის ასისტენტად დაინიშნება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.