» » Sport1: მიულერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

Sport1: მიულერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

9-10-2017, 14:14 -ss- სიახლეები 0

Sport1: მიულერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ლეგენდარული იუპ ჰაინკესის დანიშნვნას გამოეხმაურა. როგორც, გერმანულ-ინტერნეტ გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, 28 წლის შემტევმა აღნიშნა, იუპის დაბრუნება "ბავარიული" კლუბისათვის უდიდესი იმპულსის მატარებელია და ეს ფაქტი უახლოეს შეხვედრებში დადასტურდება.

"ჩვენს გუნდს კვლავაც შესანიშნავი ვარჯიშები ელის. იუპს შეუძლია გუნდს მისცეს ახალი იმპულსები, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მონდომება, მზადყოფნა მაქსიმუმის გაღებისათვის და დაცვით პოზიციებში მოქმედება. სწორედ ამ იმპულსების წყალობით, "ბაიერნს" ახალი გამოწვევები ელის. იმედს ვიტოვებ, რომ "ბავარია" ამ ყველაფრის დემონსტრირებას უახლოეს შეხვედრებში შეძლებს"-აღნიშნა თომას მიულერმა

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი პოზიცია დააფიქსირა თავად ლეგენდარულმა სპეციალისტმაც. იუპ ჰაინკესის განცხადებით, იგი "ბაიერნის" წინაშე ვალშია და არ შეეძლო კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნისათვის, უარით ეპასუხა.

"ბაიერნის გარეშე, მსგავს სამწვრთნელო კარიერას ვერასდროს შევიქმნიდი. სწორედ ამიტომ მსურს კლუბს ვალი დავუბრუნო. მოხარული ვარ ჩემი ახალი და ამავე დროს ძველი სამსახურით, რადგანაც საქმე ეხება გუნდს, რომელიც მიყვარს. ჩემი მიზანია ფეხბურთელებს საჭირო თავდაჯერებულობა მივცე, რათა მათ წარმატების გზაზე დაბრუნება შეძლონ"-ციტირებს იუპ ჰაინკესის სიტყვებს, გამოცემა Kicker-ი.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.