» » იუპ ჰაინკესის პირველი პრეს-კონფერენცია

იუპ ჰაინკესის პირველი პრეს-კონფერენცია

9-10-2017, 15:58 dachi8 სიახლეები 1

იუპ ჰაინკესის პირველი პრეს-კონფერენცია
ის კვლავ ბაიერნშია! 1588 დღის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ იუპ ჰაინკესი კვლავ მიუნხენშია. კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა რეკორდმაისტერში. „მე პირადად ძალიან მოხარული ვარ, რომ პრაქტიკულად ჩემი საუკეთესო მეგობარი კვლავ „ბავარიაში“ მუშაობს“, - განაცხადა ული ჰიონესმა.

„2013 წელს მყარად გადავწყვიტე, რომ აღარ განვაახლებდი ჩემს სამწვრთნელო კარიერას. მაგრამ ული ჰიონესმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ მთხოვეს მწვრთნელის თანამდებობა დამეკავებინა სეზონის ბოლომდე. ოჯახთან საუბრის შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება ეს თხოვნა დამეკმაყოფილებინა. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამუშაოს. ვიცი როგორ ვიმუშაო გუნდთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ წარმატებულ გზას დავუბრუნდებით“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

„ბოლო წლებში წინადადებები მქონდა ევროპული ტოპ-კლუბებიდან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ დავბრუნებულიყავი. ეს დაბრუნება კი არა არამედ მეგობრობის აქტია. მე მეტად დავალებული ვარ კლუბისგან, „ბავარია“ ტრამპლინი გახლდათ ჩემი სამწვრთნელო კარიერის. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მე აქ დავბრუნდი. კრიტიკოსები იძახიან, რომ თამაშს 4 წელი მოწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ფეხბურთი არ გამოუგონიათ თავიდან. მე მას დაკვირვებით ვადევნებდი თვალს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ჩემი პულსი 60 წლის ასაკის ადამიანივით მაქვს“.

"ანჩელოტი - ჯენტლმენი და შესანიშნავი მწვრთნელია. გათავისუფლება ნებისმიერთან შეიძლება მოხდეს, თუ რაღაცამ არ იმუშავა. რისმა თქმამაც არ უნდა მომიწიოს, ეს ნამდვილად არ იქნება მის წინააღმდეგ მიმართული".

„პირველ რიგში ყველაფრის ანალიზი უნდა გავაკეთო. ბოლო 10 წელიწადში გუნდში გარკვეული იერარქია სუფევდა. ის იმ ლიდერების გარშემო შენდებოდა, როგორებიც ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ჟერომ ბოატენგი, მანუელ ნოიერი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, თომას მიულერი და ასევე ხაბი ალონსოა. აუცილებელია ამ იერარქიის აღდგენა. ჩვენი ფეხბურთელები - ნამდვილი პროფესიონალები არიან. მე კვლავ უნდა შევქმნა შესანიშნავი გუნდი, რომელიც კარგი სპორტული შედეგების დემონსტრირებას დაიწყებს“.

„ჩვენ ჩვენს წინაშე დიდი მიზნები უნდა დავისახოთ. ამ მომენტისათვის პირველადი მიზანია - სრულიად განსხვავებული თამაშის ჩვენება, გამარჯვებები და საუკეთესოებად გახდომაა. მსურს, გუნდში სიტუაცია უნდა დავამშვიდო, რომ ფეხბურთელები კვლავ დაბრუნდნენ თავის რიტმში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა კვლავ ირწმუნონ თავიანთი ძალების. ჩემს გუნდში სრული ურთიერთგაგება უნდა სუფევდეს! ჩვენ ერთმანეთის დახუჭული თვალებით უნდა გვესმოდეს“.

„დორტმუნდი? იმის მიხედვით თუ როგორ თამაშობენ ისინი ფეხბურთს, მესმის, რომ მათი დაწევა ძალიან ძნელი იქნება. მე რეალისტი ვარ, თუმცა, ჩემს გუნდს კლასი და პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ წინ წავიდეთ“ - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.


ული ჰიონესი: „პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი „ბავარიაში“ დაბრუნდა. ახლა, როდესაც იუპ ჰაინკესი გვყავს, ჩვენ ზაფხულამდე მშვიდად დავიწყებთ ფიქრს ახალ მწვრთნელზე“.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „მისი უდიდესი გამოცდილების გათვალისწინებით, იუპი ის ადამიანია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ის აბსოლუტური ჩემპიონია მსოფლიოს ფეხბურთში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის იდეალური ადამიანია ამ სამუშაოსთვის“.

ხასან სალიხამიჯიჩი: „პირველ მოლაპარაკებებზე იუპ ჰაინკესის იდეებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“.

ჰაინკესისთვის ეს უკვე მე-4 დაბრუნებაა „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ის რეკორდმაისტერს 1987-1991 წლებში ხელმძღვანელობდა, შემდეგ 2009 წლის დასაწყისში და 2011-2013 წლებში. „ბავარიასთან“ ერთად, წარსულში მსოფლიო კლასის თავდამსხმელი 3-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 2013 წელს „ბავარიამ“ იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ყველაფერი მოიგო რაც კი შეილებოდა რომ მოეგო და გახდა გერმანიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, გერმანიის თასის გამარჯვებული და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. 2013 წლის ტრიუმფალური გამარჯვების გუნდიდან „ბავარიაში“ ახლა 8 ფეხბუღთელია დარჩენილი და მის ფერების დაცვას განაგრძობენ.

1
0

-ss- (10 ოქტომბერი 2017 10:49)

ძაან კარგად ისაუბრა იერარქიის აღდგენაზე, ეგ ასპექტი საერთოდ მოიშალა რაც იუპი წავიდა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.