» » Bild: შვაინშტაიგერი იუპ ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა

Bild: შვაინშტაიგერი იუპ ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა

10-10-2017, 11:35 -ss- სიახლეები 0

Bild: შვაინშტაიგერი იუპ ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, იუპ ჰაინკესის დანიშვნას გამოეხმაურა. ცნობილ გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 33 წლის ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ იგი მოხარულია ლეგენდარული სპეციალისტის გადაწყვეტილებით და მას "ბავარიაში" წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.

"ძალზედ გახარებული ვიყავი როდესაც შევიტყვე, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, იუპ ჰაინკესი დაბრუნდა. ის შესანიშნავი და ამავე დროს, ძალზედ გამოცდილი სპეციალისტია. ჰაინკესისა და "ბავარიის" გზები გადაჯაჭვულია, სწორედ ამიტომ ის ნაკისრ ვალდებულებას, სიამოვნებით შეასრულებს"-აღნიშნა ექს-ბავარიელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 72 წლის სპეციალისტის დანიშვნასთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგემ. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ იყო ეს გადაწყვეტილება ტომას ტუხელის საწინააღმდეგოდ მიღებული, "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა ასე უპასუხა.

"ტუხელი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე? არაფერია გამორიცხული. რაც შეეხება ჰაინკესის დანიშვნას, ჩვენ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება ტუხელის საწინააღმდეგოდ, ეს იუპის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იყო"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.