» » მათიას ზამერი ჰაინკესზე: "არანაირი რისკი არ არსებობს"

მათიას ზამერი ჰაინკესზე: "არანაირი რისკი არ არსებობს"

11-ოქტ-2017, 00:19
0303
“ბავარიის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა, იუპ ჰაინკესის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

„ჰაინკესის თანამდებობაზე დანიშვნა - ეს 100% სწორი გადაწყვეტილებაა. ის ისე კარგად გამოიყურება რომ შეგრძნება გრჩება, თითქოს იუპი არსად არ წასულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი ისტორია იქნება. არ ღირს „ბავარიის“ ანგარიშში არ ჩათვლა ამ სეზონზე. მისი ასაკი? ეს მხოლოდ ციფრებია. იუპისათვის ეს გამოწვევაა. ის ახალგაზრდულად გამოიყურება. ჰაინკესი - ნამდვილი პროფესიონალია უდიდესი გამოცდილებით. მან 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, „ბავარიასთან" ერთად კი ტრებლი მოიგო - ეს შეუფასებელია. „ბავარია“ მხოლოდ მოიგებს ამ დანიშვნით, აქ არანაირი რისკი არ არსებობს, არც ერთი მხარისთვის“.

მათიას ზამერმა, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო სპორტული დირექტორის თანამდებობა 2016 წლის ზაფხულში დატოვა ასევე კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ული ჰიონესს შორის წარმოშობილ უთანხმობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ავტორიტეტების ჰარმონიული ურთიერთთანამშრომლობა ბავარიელებისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე გუნდიც მოედანზე ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ბავარიის სახე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..