» » ჰაინკესი: "ხამესს ჩემი სრული მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს"

ჰაინკესი: "ხამესს ჩემი სრული მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს"

11-10-2017, 02:27 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი:
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ხამეს როდრიგესი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს, კომენტარი გააკეთა.

ხამეს როდრიგესი გერმანულად ვერ ლაპარაკობს. გერმანული ფეხბურთი მნიშნელოვნად განსხვავდება სამხრეთამერიკული ფეხბურთისაგან. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს რთული სიტუაციაა. ამის მიუხედავად, მას შეუძლია ჩემი სრული მხარდაჭერა და იმედი ჰქონდეს, რადგან მე მიყვარს ნიჭიერი ფეხბირთელები და ვთვლი, რომ ხამესს დიდი ნიჭი გააჩნია. მე ნანახი მაქვს მისი მატჩები „რეალის“ რიგებში, მაგრამ პირადად მას არ ვიცნობ. როდესაც ფეხბურთელები ნაციონალური გუნდებიდან კლუბში დაბრუნდებიან, მსურს, რომ მათ დავეკონტაქტო და რჩევები მივცე“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

ადრე Daily Star-ში დაიწერა, რომ რადგანაც ხამეს როდრიგესის „ბავარიაში“ გადმოყვანის ინიციატორი ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახლდათ, იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდგომ მიუნხენური კლუბი მზადაა კოლუმბიელი ფეხბურთელი დროზე ადრე დააბრუნოს მადრიდის „რეალში“ და ამისათვის გარკვეულ თანხის გადახდასაც აპირებს.

სხვა უცხოურ გამოცემებზე დაყრდნობით კი, როდრიგესი კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდგომ, თვითონ აღარაა დაინტერესებული მიუნხენურ გრანდში დარჩენით და კვლავ ესპანეთში სურს დაბრუნება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.