» » ბოატენგი: ჰაინკესი თავდაჯერებულობას გვმატებს

ბოატენგი: ჰაინკესი თავდაჯერებულობას გვმატებს

12-10-2017, 10:44 -ss- სიახლეები 1

ბოატენგი: ჰაინკესი თავდაჯერებულობას გვმატებს
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, იუპ ჰაინკესის დანიშვნით ბედნიერია. 29 წლის უკანახაზელი, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იუპი "ბავარიის" თითოეულ ფეხბურთელს დამატებით მოტივაციას სძენს და შორს არაა ის დრო როდესაც, მიუნხენური კლუბი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება.

"ჰაინკესის დაბრუნებით, თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერია. გუნდის მიერ გამართულ ვარჯიშებზე იგრძნობა, რომ ფეხბურთელები სიამოვნებას იღებენ. იუპი ჩვენს ძალებში თავდაჯერებულობას გვმატებს. მისი ერთ-ერთი მოთხოვნაა, ცენტრალურმა მცველებმა მოედანზე ბევრი ილაპარაკონ. პირადად ჩემგან, მას სურს, რომ მეტი პასუხისმგებლობა ავიღო. ჩვენი გუნდის ოპტიმალური ფორმა, ეს სათამაშო რითმის საკითხია. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია და მეტიც, ვალდებულიც არის ითამაშოს გაცილებით ძლიერად. ამ დრომდე "ბაიერნი" მეტოქე გუნდებს, ქულებს უბრალოდ ჩუქნიდა"-ციტირებს ჟერომ ბოატენგის სიტყვებს, ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.

შეგახსენებთ, იუპ ჰაინკესის თაოსნობით მიუნხენური კლუბი თავის პირველ შეხვედრას, შაბათს 14 ოქტომბერს გამართავს. გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "რეკორდმაისტერი" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1
0

dachi8 (12 ოქტომბერი 2017 23:54)

ვაა რა კრიტიკულია ჟერომა kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.