» » Bild: იუპ ჰაინკესი მიულერის შესახებ საუბრობს

Bild: იუპ ჰაინკესი მიულერის შესახებ საუბრობს

12-10-2017, 11:44 -ss- სიახლეები 1

Bild: იუპ ჰაინკესი მიულერის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, კლუბის შემტევი ნახევარმცველის, თომას მიულერის შესახებ საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 72 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ იგი მიულერის ძალებში დარწმუნებულია და ხსენებულ ფეხბურთელს, რამოდენიმე რჩევასაც აძლევს.

"აუცილებელია, რომ მიულერმა იმუშაოს ყველა იმ ელემენტის გასაუმჯობესებლად, რაც მას ესაჭიროება. მხედველობაში მაქვს, საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად, მეტოქის კართან კომბინირებული თამაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, მისი გოლის გატანის საოცარი ალღოც. გონებაში, ამ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია. მონდომებისა და მაქსიმუმის გაღების ხარჯზე, ასევე მოტივაციის გათვალისწინებით, ადამიანს ბევრი რამის მიღწევა შეუძლია."-აღნიშნა იუპ ჰაინკესმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" თავკაცი ასევე შეეხო, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, მიუნხენური კლუბის პერსპექტივებს და აღნიშნა, რომ გუნდში საოცარი მიკროკლიმატი და ოპტიმიზმი სუფევს.

"მე ზუსტად მაქვს წარმოდგენილი ის, თუ რისი მიღწევა უნდა შევძლოთ მიმდინარე სეზონის ბოლოს. გუნდში აშკარად იგრძნობა ცვლილებები და შესანიშნავი მიკროკლიმატი, რაც მოახლოებულ მატჩებში ოპტიმიზმის საფუძველს გვიჩენს"-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.
0
0

Mishka (12 ოქტომბერი 2017 12:35)

მიდი იუპიშ მიდი მიკროკლიმატი კი არა მთელი საბავარიეთი პოზიტუირად ვართ მოქოქილები beach
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.