» » Bild: ვილი სანიოლის საკითხი კვლავაც ბუნდოვანია

Bild: ვილი სანიოლის საკითხი კვლავაც ბუნდოვანია

12-10-2017, 12:24 -ss- სიახლეები 1

Bild: ვილი სანიოლის საკითხი კვლავაც ბუნდოვანია
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტის, ვილი სანიოლის საკითხი კვლავაც ბურუსით მოცულია. როგორც გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობასა და "ექს-ბავარიელს" შორის შეთანხმება ამ დრომდე მიუღწეველია და საკითხი სანიოლის "ბაიერნში"დარჩენასთან დაკავშირებით, კვლავაც ღიად რჩება.

ზემოხსენებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა, არ არის დაინტერესებული ვილი სანიოლის გუნდიდან გაშვებით და მას ახალ თანამდებობას, კლუბის მენეჯმეტში თავაზობს. თუმცა, ხსენებული შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა თავად 40 წლის სპეციალისტისათვის, რომელიც სამწვრთნელო შტაბში მუშაობას მოითხოვს.

"ჩვენს შორის შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. მოლაპარაკებათა პროცესი კვლავაც გრძელდება"-აღნიშნა გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ, დაკავებული თანამდებობიდან, კარლო ანჩელოტი ვადაზე ადრე გაათავისუფლა, "ბავარიის" მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს, დროებით სწორედ ვილი სანიოლი ასრულებდა. კლუბში იუპ ჰაინკესის დაბრუნებას კი, ახალი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება მოჰყვა და ხსენებული სპეციალისტი სამწვრთნელო შტაბს მიღმა დარჩა.
1
0

dachi8 (12 ოქტომბერი 2017 23:55)

მესამე ასისტენტად რომ დაეტოვებინათ არა? ფრანგებს გამოადგებოდა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.