» » როზენი: სპეკულაციები გრძელდება

როზენი: სპეკულაციები გრძელდება

12-10-2017, 16:40 -ss- სიახლეები 2

როზენი: სპეკულაციები გრძელდება
საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" სპორტული დირექტორი ალექს როზენი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, იულიან ნაგელსმანსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა. როზენის განცხადებით, პრესაში გავრცელებულ ცნობებს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ჟურნალისტები მორიგ სპეკულაციაში დაადანაშაულა.

"ამ თემასთან დაკავშირებით, თვეების განმავლობაში არაერთმა სპეკულაციამ გაიჟღერა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხსენებულ საკითხს, არც ჩვენი გუნდისათვის და არც თავად იულიან ნაგელსმანისათვის, ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული თანამდებობიდან კარლო ანჩელოტის გადადგომის შემდგომ, ამ თემის განხილვამ, სულ სხვა საფეხურზე გადაინაცვლა."-აღნიშნა ალექს როზენმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიცფელდმაც. ლეგენდარული სპეციალისტის განცხადებით, თუ "ჰოფენჰაიმი" ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდება, მაშინ "ბავარიის" ხელმძღვანელობა, იულიან ნაგელსმანის კანდიდატურით სერიოზულად დაინტერესდება.

"ნათელია, რომ თუკი "ჰოფენჰაიმი" გერმანიის ჩემპიონი გახდება, "ბაიერნი" მის აყვანას მოისურვებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გუნდი მეექვსე ან მეშვიდე პოზიციას დაიკავებს, ეს თემა ასეთი აქტუალური აღარ იქნება. ვფიქრობ, რომ თავად "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის"-ციტირებს მიუნხენური კლუბის ყოფილი დამრიგებლის სიტყვებს გამოცემა tz.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ იულიან ნაგელსმანის შეგირდები, მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც, წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურის მონაცემების მიხედვით, "ჰოფენჰაიმი" მოპოვებული 14 ქულით, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიას" 5 ქულიანი სხვაობით ჩამორჩება.
1
0

-ss- (13 ოქტომბერი 2017 10:02)

ფედერაციას ლიოვის გაშვება არ უნდა ნაკრებიდან, ოლივერ ბირჰოფი იგლიჯავს ყველაფერს არ გავუშვებ მაგ კაცს ბავარიაშიო :) კლოპიც არ მგონია რომ მოვიდეს და მაინც და მაინც ბევრი ვარიანტი არ ჩანს საგაისოდ.
1

dachi8 (12 ოქტომბერი 2017 23:56)

მეც ასე ვფიქრობ, რომ არაა ჩამოყალიბებული ჯერ. რამოდენიმე კანდიდატურა ეყოლებათ განსახილველად და ზაფხულამდე მოაგვარებენ ვის მიმართონ და რომელი უფრო მიზანშეწონილი იქნება.

ნაგელსმანი ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა ბავარიისთვის.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.